მღვდელ ალექსანდრე ქალდავას ინტერვიუდან:
არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც წმინდა მოციქულ ფილიპეს უკავშირდება. შობის მარხვა სწორედ მისი ხსენების დღეს იწყება და ზოგჯერ, მას ფილიპეს მარხვასაც უწოდებენ. ვერსია მის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული: როცა ფილიპე ბოძზე გააკრეს და ქრისტეს გამო სტანჯეს, ღმერთს სთხოვა, მისი მტანჯველები დაესაჯა. გადმოცემა გვასწავლის, რომ გარდაცვალების შემდეგ, როცა ღვთის წინაშე წარსდგა, მაცხოვარმა ფილიპე სასუფეველში არ შეუშვა. მან ფილიპეს უთხრა: შენ ჩემი მოციქული არ ხარ, რადგან დატანჯული მის მტანჯველზე უნდა ლოცულობდეს, ეს არის ქრისტიანული მოვალეობაო. ამის შემდეგ, ფილიპე სხვა მოციქულებს ეცხადება და მათ სთხოვს, რომ 40 დღე ემარხულათ და მაცხოვრისთვის ეთხოვათ, რომ იგი სასუფეველში შეეშვათ. მართლაც, ის სასუფეველში შედის. შობის დღესასწაული ფილიპეს სამოთხეში შესვლასა და ქრისტესთან თანაზიარობას დაამთხვიეს, რომელსაც წინ 40 დღიანი მარხვა უძღვის. http://info9.ge/interviu/103938-mama-aleqs...html?lang=ka-GEეხლა ვნახოთ „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
...შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და გველებისგან დაკბენილი მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ეს რომ ქალაქის მმართველმა შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპესა და ბართლომეს ჯვარცმა ბრძანა. ამ დროს საშინლად შეირყა ქვეყანა და სამსჯავროში მყოფნი მიწამ შთანთქა. იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა.http://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/14-filipe.htmან მღვდ. ალექსანდრე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ან კიდე გამოდის რომ მრავალი სხვადასხვა ვერსიები არსებობს კონკრეტულ საკითხებზე და ადამიანებზე...