2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მთავრობის სხომაზე ბიუჯეტის შესრულების საკითხით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა.
,,დღეს, დილის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შესრულება არის 100,3 %. ჩვენი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა. ხვალაც, დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადებს. გამომდინარე აქედან, შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი გადაჭარბებულია. 98 %-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება, ანუ 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, ეკონომიებით არის გამოწვეული.
მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონიმია გაკეთდა კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით. ასე რომ, 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდა, რაც ძალიან კარგი დასაწყისი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
https://www.facebook.com/mofgeorgia/photos/...?type=1&fref=nf