http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=1767 „გასული წელი გამორჩეული იყო საყდრისის დანგრევით...ჩვენთან პოლიტიკა ეკონომიკაზე ბატონობას აგრძელებს და ხელისუფლება გასულია კანონს გარეთ,“ -ასე აფასებს განვლილ წელს sazogadoeba.ge -სთან საუბრისას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი. მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნა, ეკონომიკის 5%-იანი ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, თუ სხვა ეკონომიკური მოვლენები საყდრისის აფეთქების ფონზე მეორეხარისხოვანია. ამიტომ ის ქართული ეკონომიკის კონკრეტული ანალიზისგან თავს იკავებს და ხელისუფლებას არაევროპულობაში ადანაშაულებს.
მიხეილ ჯიბუტი: გასული წელი გამორჩეული იყო საყდრისის დანგრევით, მე მეტი პასუხი არ მაქვს. ეს იყო კატასტროფა, დანარჩენი, 2014 წელი ჩვეულებრივად გავიდა, ისე როგორიც შარშან, შარშანწინ და ა.შ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვა განწყობა მე არა მაქვს. საყდრისის დანგრევა იყო განსაკუთრებული მოვლენა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გადაფარა.
-ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება, რა ფაქტორებმა გამოიწვია ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვნად დაცემა?
- ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ქვეყანა, რომელიც არ არის ევროპული, რადგან თუ დაანგრევ საყდრისს, ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება. ეს არის მთავარი დასკვნა. როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ჩაიდინოს სისტემური დანაშაული, დაანგრიოს კულტურული ძეგლი და არცერთმა სისტემამ არ იმუშაოს, ასეთ დროს ეკონომიკური ფაქტორები არის შემთხვევითობა, სტაბილურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის ხელისუფლების ვანდალიზმი. არ არსებობს რაიმე სტრატეგია, რაიმე პროექტი, ამიტომ ეს არის შემთხვევითობაზე დამყარებული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება გასულია კანონის სისტემის გარეთ. სამწუხაროდ, რაც დამოუკიდებლობა გვაქვს, ეს ასეა.
-რა შიდა და გარე ფაქტორებმა იქონია გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე?
-შიდა ფაქტორებია მაინც მთავარი, ხელისუფლება ქართველი ხალხის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის. ეს არის საქართველოში ყველა ხელისუფლების ტიპიური დამახასიათებელი თვისება. ხელისუფლება ვითომ დამოუკიდებელია, მაგრამ დამოუკიდებელი არ არის, ის არ არის ამ ხალხის ხელისუფლება.
-არ არის ევროპული, რას ნიშნავს, რუსეთზე აკეთებთ მინიშნებას?
- ევროპული ხელისუფლება ემორჩილება კანონს. მინიშნებას არ ვაკეთებ, პირდაპირ ვამბობ, ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არ ემორჩილება კანონს, ჩამოგავს აზიურ ქვეყნებს. მომყავს ფაქტი, საყდრისი ინსტიტუციურად ხელისუფლებამ დაანგრია, მაშინ, როდესაც სასამართლო დასრულებული არ იყო. ამ პროცესში ყველა სამინისტრო მონაწილეობდა. საყდრისი დაანგრია მინისტრთა კაბინეტმა, ეკონომიკის სამინისტრომ, კულტურის სამინისტრომ, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა, ეკოლოგიის სამინისტრომ, ყველამ დაარღვია კანონი და არ აღმოჩნდა მუხრუჭი. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკა არის პოლიტიკის ბატონობის ქვეშ და შემთხვევით ფაქტორებზე არის დამყარებული. ამიტომ აქ, ამ გაგებით რაიმე ეკონომიკაზე საუბარი არ შეიძლება და სხვა შემთხვევაში შეიძლება გააანალიზო და ილაპარაკო.
ჩვენთან პოლიტიკა ეკონომიკაზე ბატონობას აგრძელებს და დღეს ხელისუფლება გასულია კანონს გარეთ. ხელისუფლება თავის თავს სასამართლოს ზემოთ აყენებს, აქედან გამომდინარე ყველაფერი არის შემთხვევითი.
ლარის ვარდნა რატომ მოხდა, ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა ხელისუფლება ამ საქმეში ჩარეული, არ ვიცით. რატომ ხდება ეკონომიკის ზრდა 5%-ით, არავინ არ იცის. რატომაა 5 % და არა 4%- არ ვიცით. რატომ აიღეს მილიარდნახევარი ვალი და არ აიღეს მილიარდი, არც ეს იცის ვინმემ. ხელისუფლება არავის აბარებს ანგარიშს. ამიტომ დანარჩენი არის მარჩიელობა და ასეთი მარჩიელობისთვის უამრავი სხვა ხალხი არსებობს. თვითონ ჩვენთვის, პროფესიონალებისთვის, ეს არის რთული საკითხი.
-თქვენი პროგნოზით როგორი იქნება 2015 წელი, რაიმე დამაიმედებელს თუ გვეტყვით?
- თუ რამე არ გამოსწორდა, ისეთივე იქნება, როგორიც ახლაა და ისევ შემთხვევითობაზე იქნება ყველაფერი დამყარებული. ეს ქვეყანა პროგნოზებს არ ექვემდებარება. როცა ხელისუფლებას სტრატეგია არა აქვს, და არ ემორჩილება კანონებს, ერთ წუთში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
-რის ბრალია ეს, ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის?
- დიახ, არაკომპეტენტურობის ბრალია და კიდევ იმისი, რომ ხალხის წინაშე ვალში თავს არ გრძნობენ. ხელისუფლება ვიღაცამ დანიშნა და იმ ვიღაცასთანაა ანგარიშვალდებული.
=========================================================================================================================
ძალიან მაგარი ეკონომისტია, რა უნდა ღლეფანდურა ხადურს და კვირიკაშვილს საერთოდ ამ სფეროში.. სადმე უნდა ბატები აბალახებინო ..
ჩათლახებს და "*ვარ*ვარეებს" რა თქმა უნდა არ მოსწონთ რასაც ამბობს..
ვიღაც ფუცუნა გამოვარდება მერე იტყვის ოიი დიდება შმიძინს წინ მივდივართო..
მართალი წინ პ%$##ჭისკენ ..
This post has been edited by moen on 31 Dec 2014, 22:41
Don't play games with the ones who love you ....