http://armada.ge/?p=85384უკრაინაში მებრძოლი ქართველის პასუხი ტრისტან წითელაშვილს
მარტიაშვილიგამარჯობა. მინდა თქვენი საიტის მეშვეობით პასუხი გავცე ტრისტან წითელაშვილს.
ARMADA.GEკი ბატონო,გისმენთ.
მარტიაშვილიპირველ რიგში მთელს საქართველოს მინდა მივულოცო ახალი წელი,2015 წელი ყოფილიყოს აღმშენებლობის წელი.ღმერთს ვთხოვ თვითოეულის ოჯახში სიკეთე და აღმავლობა ყოფილიყოს,და რაც ყველაზე მთავარია განსაცდელი აცდენოდეს საქართველოს.
ეხლა რაც შეეხება წითელაშვილს,მე ადრეც მინახავს მისი გამოხტომები,მაგრამ კომენტარებისაგან თავს ვიკავებდი,მაგრამ ეს ჯამბაზობა უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება.მივმართავ წითელაშვილს”ტრისტან კახეთში ერთ ავადმყოფობას გამო……ბას ეძახიან და შენ უკვე ქრონიკულში გაქვს გადასული ეს დაავადება, 6 თვე არის რაც უკრაინაში ვიბრძვი და მე აქ ჯერ არ შემხვედრია ქართველი მეომარი რომელიც რაიმე სახით ფინანსდებოდეს ან ხელფასს იღებდეს, არც გვითხოვია და არც შემოუთავაზებიათ და თუმცაღა დრო გადის საკუთარი ფინანსები დიდი ხანია გაგვითავდა და უკიდურესად გვიჭირს თუმცა დღესას არაფერს არ ვითხოვთ,თვითოეული ჩვენთაგანი საკუთარი რწმენით იბრძვის აქ და თუკი შენ გაქვს კონკრეტული მონაცემები იქნებ ჩვენც მიგვასწავლო სად და რამდენს იხდიან?
მესმის რომ ვიღაც-ვიღაცეებზე ბოღმას ანთხევ,მაგრამ შენ უკვე ისეთებში გადადიხარ სადაც მეომარი ან საველე მეთაური კი არა ნაძირალას მეტი არავინ იკადრებს. მინდა შეგახსენო,თუ წელი არ მეშლება ეს იყო 2002 წელი,შენი წერილი ედუარდ შევარდნაძეს, სადაც ვეტერანებს რუსეთის აგენტებს გვიწოდებდი და აფრთხილებდი რომ მის ლიკვიდაციას ვგეგმავდით.აი მაშინ რომ არ მოგიგრიხეთ კისერი ეტყობა ეს მაგის ბრალია ალბათ.
ARMADA.GEსაინტერესოა რას ემსახურება მისი ასეთი გააქტიურება.
მარტიაშვილიკითხვა სხვანაირად დავსვათ-ვის ემსახურება ტრისტან წითელაშვილი ეს უფრო სწორე იქნება, ხოლო რაც შეეხება ამ განცხადებას ეს არის ქართველი მებრძოლების დისკრედიტაცია რათა სხვებს ჩააგონონ ვითომ და აქ ნაციონალური მოძრაობისა და მიშას ომია.
მაგრამ უდავო ფაქტია და თვითონაც კარგად მიცნობს, უამრავი ქართველი ვართ ვისაც არანაირი პარტიული კუთვნილება არ გაგვაჩნია, კი უკრაინაში მრავლად არიან ნაც მოძრაობა წარმოდგენილი მაგრამ რაღაც მაგათი ლასშქარი ჯერ არ შემხვედრია აქ. მერე კიდე რა დონის მდაბიო უნდა იყო რომ დაღუპულ ახალგაზრდაზე სპეკულირება გააკეთო.
ეს სიცრუე მის მშობლებს ხომ ესმით, მის ახლობლებს იმ უბედურ ხალხს თავისი არ კმარათ. ღირსი კი ხარ მოვიდნენ და სასტიკად მოგთხოვონ პასუხი რომ დაამტკიცო მაშინ რას იზამ. საერთოდ სოსო დადასტურებით ვერაფერს ვიტყვი მაგრამ მისი გააქტიურება ყოველთვის რუსებისათვის საინტერესო პროცესებს ემთხვევა. სერიოზულად შეურაცყოფილები ვართ პასუხსაც მოვთხოვთ როცა იქნება.
ARMADA.GEდავით, კიდევ ერთი კითხვა, ამჟამად რა მდგომარეობაა დონბასში?
მარტიაშვილიახლა სამშვიდობო ხელშეკრულება მოქმედებს ცეცხლი შეწყვეტილია მაგრამ ხალხი იღუპება, ანუ სეპარატისტები ახორციელებენ იერიშებს უკრაინულ პოზიციეზე და უკრაინული მხარე სარდლობის ბრძანებით ცეცხლს ვერ ხსნის მძიმე შეიარაღებიდან რასაც დიდი უკმაყოფილება მოსდევს სარდლობის მიმართ. საერთოდ ილუზია არავის აქვს რომ ეს ამით შემოიფარგლება. გაზაფხულისთვის ყველა ემზადება დიდი ომისთვის.
მე ეს ადრეც გითხარით ახლა ზამთარია და ზამთარში რუსსაც უჭირს ბრძოლა, მაგრამ ახლა უკრაინაში სულ სხვა მდგომარეობაა შეიარაღებისა და მობილიზაციის მხრივ ვიდრე ადრე, ანუ ქვეყანას მზაობა ეტყობა.
ერთი კიდევ ტრისტან წითელაშვილს სეპარატისტებისა და ტერორისტების მხარეს ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი ქართველი იბრძვის, მათ მოტივაციაზე რაიმე ხომ არ გსმენია? იქნებ გაგვაგებინო რას იცავენ ისინი იქ?
---------------------------