საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 10 ადამიანიდან 9 დასაქმებულია
ავტორი: ნენე სტეფანიშვილი
31 მაისი, 2015. 00:22
-+
მთავრობა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უმუშევრობა საქართველოში შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, უმუშევართა რიცხვი 2,2-ით შემცირდა. დასაქმებულებად ის ადამიანებიც მოიაზრებიან, რომელთაც საკუთარ ნაკვეთში მოსავალი მოჰყავთ, თევზაობენ ან უბრალოდ ნახირს მწყემსავს.
საქსტატის მონაცემების თანახმად, შარშან საქართველოში 33 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ახლა უკვე 1 მილიონ 745 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის 90%-ს სამუშაო აქვს, ანუ ყოველი 10 კაციდან 9 დასაქმებულია.
ყლინკი
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=6702...u8Cwf4.facebook