ახლა რაშია საქმე.
ამ თემის (გამოკითხვა) გახსნა გადამაწყვეტინა იმ უკვე ცნობილმა ვიდეომ, სადაც დაფიქსირებულია ტროტუარზე მოძრავი ის ე.წ. "ვაშკაცი მძღოლები", (მათგან, ერთმა ისიც კი იკადრა რომ ფეხით მოსიარულეს ლამის ზედ გადაუარა). რომლებიც პოლიციამ გამოავლინა და დასაჯა კიდეც (შესაბამისად). როგორც მოგვახსენეს...
ამ ფაქტმა, ფორუმზე (და არა მხოლოდ აქ) გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა...
მინდა გითხრათ რომ იმ ცნობილი "ჯიხვებზე მონადირეების" დასჯის ფაქტზე ასეთ მკვეთრ უარყოფით რეაქციას არ შევსწრებივარ. ან ჯიხვების საცოდაობამ გააჩუმა საზ-ების ის გარკვეული ნაწილი, ან იმან რომ საქართველოში ავტომოყვარული (და თანაც ჩლუნგი) (გნებავთ ქვეითად მოსიარულე) ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მონადირეები (თანაცჯიხვებზე, დათვებზე, და ა.შ..)
არადა, ფაქტი ჯიუტია... (ასე რომ ვთქვათ ამას ვეღარფერი შეაჩერებს ჩემი აზრით). ლამის მთელმა მსოფლიომ კამერებით დაიწყო სირბილი...

სოც.ქსელებში მსგავსი ვიდეოების დადება უკვე ერთგვარ ჰობად იქცა, მეტიც, ბევრი მოხალისე უკვე თამამად გადაადგილდება ქუჩებში (გზებზე) ფარული თუ ღია ვიდეოთი და ავსებს კიდეც ვირტუალურ სამყაროს მისი "შედევრებით"...
ცნობისათვის, მინდა გითხრათ რომ მე პირადად სასტიკად წინააღმდეგი ვარ ე.წ. "ჩაშვებების ინსტიტუტის" დანერგვის!
თუ რატომ, ამაზე პასუხს გენიალური ფილმი "ქალის სურნელი" გაგცემთ... მეტს აღარაფერს დავამატებ...
ერთი სიტყვით მაინტერსებს თქვენი აზრი:
მიგაჩნიათ თუ არა სწორად და საჭიროდ, (ექნება თუ არა დადებითი ეფექტი) მსგავსი ვიდეოფაქტების გასაჯაროებით ებრძოლო იმ ე.წ. მურთაზებს, ლიხაჩებს, ზოგადად ნაგლ და თავხედ ადამიანებს, რომელთა ნაკლებობასაც ნამდვილად არ უჩივის საქართველოს მოსახლეობა...
Robin Hood...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3