ფიქსიირაციააა. ამ პოსტში იმდენი შრომა ჩავდე დავაკოპირებ თქვენი ნებართვით თან ხალხის აზრის ინტერესნო

ჯერ რა დროის პრემიერ ლიგაა და ზე ლოგიკურია და საახალწლოდ მაგას არ გვაჩუქებენ თემაა მარა იმენა პერფექტ ბილეთია.

ბარემ განვიხილავ თან.
1.ჩელსი წლის ბოლო თამაშს ატარებს თავის სტადიონზე, ვესტ ჰემი კარტოშკა არ არის მაგრამ კლასით ჩელსი რამდენი თავითაც ჯობია მოგეხსენებათ და თან სიტი მოსვენებას არ აძლევს. აქედან გამომდინარე 3 ქულა მისწრებაა ეხლა ჩელსისთვის ჩემი აზრით.
2.ევერტონიც იგივე როგორც ჩელსი წლის ბოლო თამაში სახლის სტადიონზე + მოგების შემთხვევაში მე9 ადგილი დიდი ალბათობით და სტოკიც შემდგომ სახლში ვესტ ბრომს იღებს და ჯავრს სავარაუდოდ იმათზე იყრიან.
3.ტოტენჰემს რაც შეეხება შემდეგი თამაში სახლში აქვთ მანჩოსთან და არ იქნება ადვილი ბრძოლა ნამდვილად და მოწინააღმდეგეც ისეთია უნდა ისარგებლო წესით და 3 ქულა წაიღო სახლში.
4. მანჩოც სახლში წელს ბოლოჯერ თამაშობს + ტოტესთან გასვლა. ნიუკასლი კარგი გუნდია ნამდვილად მაგრამ გასვლაზე არ ბრწყინავს და რეალური შანსი აქვს ევერტონთან შემდგომ სახლში ფრე ითამაშოს ამიტომ მგონია მანჩო მოჭიმავს.
5.სანდერლენდიც იგივე სახლში ბოლო თამაში წელს + მოწინააღმდეგეც ხელსაყრელი რომ ბოლოს და ბოლოს მოიგოს. სახლში სულ წაგებების და ფრის სერიები აქვთ და დროა მოიგონ უკვე. გასვლა თან ასტონ ვილასთან აქვთ და იქ არამგონია ქულები აიღონ.
6.სიტი კი მაეჭვებს რადგან სახლში ბარნლის იღებს და იმათაც მოჭიმავს მაგრამ ჩელსივით უკვე ესენიც მოსაგებად თამაშობენ და მაურინიოს ჯინაზე მგონია რო მოიგებენ
7.არსენალს გასვლა ჩელსისგან მიფარჩაკებულ ვესტ ჰემთან მოუწევს და კაკრაზ ისეთი ყავს დათრეული 3 ქულა აიღოს სახლში და წავიდეს ყველაფერს აჯობებს
მოკლედ რავი თუ რამე მეშლება და არ მოგწონთ მითხარით. უბრალოდ ტოტო იმის ტოტოა რო ლოგიკა გატყდეს ვიცი მაგრამ რავი არ მეჩვენება ცუდ ბილეთად ნამდვილად.