ფიფლზ,
ვგონებ კითხვები და გაუგებარი/დასაზუსტებელი ადგილები ყველას გვაქვს ახალ აღთქმაში. ჰოდა ჩამოყარეთ და ვიმსჯელოთ.
მე მაგალითად, რაც თითქოს უმნიშვნელოდ მეჩვენება, მაგრამ მაინც მახსენდება ხოლმე, არის მათეს სახარების 1:23–ის ჩანაწერი, თავის დროზე ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი: "აჰა მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი". ეს ჩანაწერი მოყვანილია იმის დასტურად, რომ იესო უნდა დაბადებულიყო. ამავე სახარების 1:20–22ში წერია რომ იოსებს უფლის ანგელოზი ეჩვენა და უთხრა რომ მარიამის ნაყოფი სულიწმიდისგან იყო, რომ ის ძეს შობდა და მას სახელად იესოს დაარქმევდნენ და რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ აღსრულებულიყო ესაიას წინასწარმეტყველება – რაც ზემოთ უკვე მოვიყვანე.
ჰოდა პირდაპირი მნიშვნელობით რომ გავიგოთ, თუ ესაიამ იწინასწარმეტყველა რომ ემანუელს დაარქმევდნენ, რატომღა დაარქვეს იესო? სხვანაირად რომ ვთქვა, როგორ აღსრულდა ჩვილისთვის იესოს დარქმევით ესაიას წინასწარმეტყველება რომ ჩვილს ემანუელს დაარქმევდნენ?

რამე სიღრმე დევს ამ ყველაფერში?
ემანუელი და იესო სინონიმები არ არის
ემანუელი ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი
იესო კი - ღმერთი გადაგვარჩენს
This post has been edited by ლლევ on 3 Jan 2015, 00:21