#43334117 · 3 Jan 2015, 11:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით...
გილოცავთ 2015 წელს... მშვიდობას და ყველაფერს კარგს გისურვებთ...
პოლიტიკაში არასდროს არ ვერევი რადგან საბოლოოდ ჩემი ნერვების აშლით დასრულდება ყველაფერი... არცერთ მხარეს არ ვეკუთვნი არც ოპოზიციას არც პოზიციას...
მე ვემხრობი მშვიდობას და საქართველოს წინსვლას და განვითარებას...
ეს იდეა რაც ახლა უნდა გაგაცნოთ დიდი ხანია, უკვე მერამდენე წელია მაწუხებს...
მოკლედ საახალწლოდ ასაფეთქებლების თემაზე მაქვს საუბარი... ამ ასაფეთქებლების დადებითი მხარეების რა მოგახსენოთ მაგრამ მერამდენე წელია უამრავი უბედური შემთხვევის მომსწრე გავხდით... ეს ყველაფერი იყიდება ნებისმიერ ადგილას და არის ყველასათვის ხელმისაწვდომი... განსაკუთრებით პატარები აქტიურობენ...
ეხლა აჩვენებდნენ რუსთავი2 ზე ექიმები რომ არის გადაცემა და მანდ აჩვენეს ასაფეთქებლებისგან დაშავებული ადამიანები, თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს ყველაფერი...
პირადად რაც ვიცი ამ ასაფეთქებლებს რამდენი უბედურება მოყვა, მაგალითად რამოდენიმე წლის უკან ბავშვი დაიღუპა, კიდევ ბებო შეწუხდა ბაზარში შიშისგან, ჩემს თვალწინ 2009 წელი რომ დგებოდა ბიჭმა თითები დაკარგა (ეს იყო ძალიან ცუდი სანახავი)
აკრძალვები რომ შემოიღეს რაღაც გავიგე მაგრამ, რამდენად რეალურად ეგ არ ვიცი რადგან ქალაქს არაფერი არ ეტყობა ჯერ...
უნდა მივიღოთ კანონი რომელიც აკრძალავს ასაფეთქებლებს რაღაც დოზით... ანუ ბავშვებისთვის კატეგორიულად უნდა იყოს აკრძალული მიყიდვა... არის ასევე ასაფეთქებლები, რომლებიც საბრძოლო მასალის ტოლფასია და ძალიან საშიშია დ აი ასეთი ასაფეთქებლები საერთოდ უნდა იყოს ამოღებული გაყიდვიდან... უნდა იყოს აკრძალვა მის გამოყენებაზეც, ანუ დეკემბერი რომ დადგება და უკვე ქალაქში გეგონება ომი იწყებაო აი ეს უნდა აიკრძალოს და ასაფეთქებლების გამოყენება უნდა იყოს ნებადართული 31 დეკემბერს, 1 იანვარს და შეიძლება ასევე 13 და 14 იანვარს ძველით ახალ წელს... ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს რომელიმე ორგანო... ან შეიძლება ჩამოყალიბდეს... ზუსტად 1 ინფოს მოგაწდვით... შარშან 27 იანვარს გაჩერებაზე მდგომ ხალხს პატარა ბავშვმა შეუგდო ფეხებქვეშ ეგრედწოდებული მწვანე ლიმონკები რომ არის და შიშისგან ხალხი ცუდათ გახდა... რამდენი უბედურება მოაქვს ვერც კი წარმოიდგენთ და ახალი წელი ბევრი ოჯახისთვის უბედურებით იწყება ამ ყველაფრის გამო... და თუ მივიღებ კანონს რომელიც ამ ყველაფერს მოაწესრიგებს იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება დაცული...
უნდა ჩამოყალიბდეს ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ასაფეთქებლების გაყიდვის მიმდინარეობას, გააკონტროლებ თუ რა ადგილებში გაიყიდება და ასევე გააკონტროლებს იმას, რომ არ იყოს ეს ყველაფერი არასრულწლოვნებზე მიყიდული. ასევე გააკონტროლებენ იმას, რომ სხვა დღეებში არ იქნას გამოყენებული გარდა 31 დეკემბერის, 1, 13 და 14 იანვრისა... მოკლედ ეს დეტალურად ჩამოსაყალიბებელია და განსახილველია მე კი უბრალოდ ასე ვთქვათ მარტივად გადმოვეცი სათქმელი და ამ ყველაფრის დეტალურად კარგად ჩამოყალიბება შეიძლება...
ასევე საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ... არის გამოკითხვა სადაც შეიძლება დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია...
--------------------
▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄
▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄
|