#43335338 · 3 Jan 2015, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ამბავი კარგა ხანია დაწყებულია:
როდესაც სხვადასხვა ჯურის ფანატიკოსები, განაწყენებული ინდივიდები, ჯგუფები და ა.შ.
აშკარად ხედავენ რომ სახელმწიფოზე ზეგავლენა
არჩევნებში მონაწილეობით, მათი იდეებით შეუძლებელია,
იწყებენ ქმედებებს რომელიც შეიძლება პოლიტიკურ Münchausen syndrome-ად იწოდოს.
რამდენიმე მაგალითი: პალესტინელები ესვრიან ისრაელს სახლიდან რაკეტას შემდეგ
გარბიან, სახლიდან საპასუხო ცეცხილის გახსნისას იღუპება ბავშები ან ქალები და პალესტინელი
ტერორისტი დაზარალებული ჭირისუფლის სახით უყვება მსოფლიოს ისრაელის სამხედრო მანქანის "მხეცობაზე".
ევაკუირებულ ცხინვალიდან რუსული ბაზის არტილერია ბომბავს ქართულ სოფლებს,
საპასუხო ცეცხლის გახსნისას საქართველოს ბრალდება "მძინარე ცხინვალის" დაბომბვა და "ომის დაწყება".
საქართველოში ყოველგვარი კანონის დარღვევით თვეობით ინტერეს-ჯგუფები კეტავენ გზებს,
ახდენენ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას რომელიც ადრე თუ გვიან ითხოვს რეაგირებას სახელმწიფოს
მხრიდან,
როდესაც ხდება გზების გასუფთავება და მოძალადეებს(თავს ისინი "მშვიდობიან" მომიტინგეებს ეძახიან)
მრავალკვირიანი პიკეტების დაშლა იწყება ღაღადი "დარბევაზე" და ძალადობაზე.
საქმე აღარაა უკვე ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითებში, საქმე გაუკუღმართების ფატალურ ტენდენციაშია,
Münchausen syndrome-ს ძალიან გავს ეს "პოლიტიკური" ბრძოლის ტაქტიკა.
აქ ლაპარაკი აღარაა იდეებზე, კანონებზე და ა.შ.
უკვე გასაგებია რომ თითქმის ყველა ქვეყანაში და ქვეყნის წინააღმდეგ შეიძლება მოიძებნოს
რამდენიმე ათასი ადამიანი რომელიც შეიძლება Münchausen syndrome-ის ტაქტიკით გამოიყენოს ნებისმიერმა
უმცირესობის ინტერეს-ჯგუფმა რომელიც მხოლოდ ტრადიციული ბრძოლის წესებით ვერასოდეს ვერ მოვა ხელისუფლებაში.
რაც ნაკლებია სახელმწიფოში საშუალო ფენა და სახელმწიფოს ნება,
რაც დასუსტებულია ქვეყნის კანონმდებლობა მემარცხენე ლიბერალული ფსევდოტოლერანტობით, მით
უფრო მეტია ალბათობა რომ ქვყანას დაემართოს ის რაც დაემართა საქართველოს 2012 წლის ოქტომბერში:
მარგინალური იდეების მატარებელი უმცირესობა Münchausen syndrome-ის პოლიტიური სტრატეგიით
ხელისუფლებაში მოვიდა....
vае victoribus
--------------------
"A city thet parleys is half gotten" Beware the fury of a patient man.
|