#43336389 · 3 Jan 2015, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამაღელვებელი, საინტერესო, რეალური, გამოგონილი ამბები
თვალები
შანია შეპარდი ახალგაზრდა ქალი იყო, მდივნად მუშაობდა. იგი უბედური შემთხვევის გამო დაბრმავდა. 2 წელი ბრმა იყო, შემდეგ კი ოპერაცია გაუკეთეს, თვალის ბადურის იმპალტანტი ჩაუდგეს. შანია უკვე კარგად ხედავდა, ძალიან ბედნიერი იყო, რომ ისევ შეეძლო გარემოს აღქმა. ერთ საღამოს კაფეში მარტო იჯდა, ვახშმობდა. ბართან შენიშნა ერთი მამაკაცი, რომელიც თითქოს სადღაც ენახა. შანია გამუდმებით ამ კაცს უყურებდა, თავს ვერაფერს უხერხებდა. ოფიციანტმა სასმელი შესთავაზა, შანიამ მადლობა გაუხადა და კვლავ ამ მამაკაცისკენ გააპარა მზერა. უცნობი აღარ იჯდა ბართან. უცებ უკნიდან შეხება იგრძნო. ეს ის მამაკაცი, იყო რომელსაც უყურებდა ამდენი ხანი. კაცს ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა, სასმელის სუნი ასდიოდა. რატომ მითვალთვალებ, ვინ ხარო უყვიროდა შანიას. შანიამ მოიბოდიშა, თქვა მეგონა სადღაც უკვე მინახიხართ, ერთმანეთს ვიცნობთო? მამაკაცმა თქვა, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ და ვერ იტანდა როცა უთვალთვალებდნენ. გააფრთხილა რომ აღარ ეთვალთვალა მისთვის და ბარიდან გავიდა. შანია უჩვეულოდ გრძნობდა თავს. ამ ადგილას პირველად იყო. სამსახურის გამო მოუხდა ამ ქალაქში ჩამოსვლა და არავის იცნობდა. გადაწყვიტა სახლში წასულიყო. შანია მოტელში წავიდა. თავისი ოთახი რომ გააღო და შესვლას აპირებდა. საიდანღაც ისევ ის კაცი გაჩნდა. პირზე ხელი ააფარა, ოთახში შეათრია. ხელები შეუკრა. საწოლზე დააგდო და გამუდმებით ეკითხებოდა ვინ იყო. შანიამ თავისი ვინაობა უთხრა უცნობს, მაგრამ იგი არ უჯერებდა. დაემუქრა რომ მოკლავდა, თუ თავის ვინაობას არ ეტყოდა. კაცი თან არაყს სვამდა. შანია ძალიან შეშინებული იყო. ფიქრობდა რომ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა ამ კაცს. უცნობმა მთელი ბოთლი არაყი გამოსცალა და ტკბილად ჩაეძინა სკამზე შანიას წინ. გოგონა ჩუმად ადგა და გაიპარა თავისი ოთახიდან, რომლის ჩაკეტვაც დავიწყნოდა მოძალადეს. შანიამ თავის დაღწევა შეძლო. პოლიციამ დააკავა დამნაშავე. პოლიციელმა შანიას უთხრა, რომ ამ მამაკაცს დიდი ხანია ეძებდნენ, მან მოკლა ახალგაზრდა ძიძა ბრიტნი ჰიგინსი. შანიას ეცნო ეს სახელი და გვარი, ეს სწორედ ის გოგონა იყო, ვისი თვალის ბადურაც გადაუნერგეს შანიას.
--------------------
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა... ▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬ https://youtu.be/_DjE4gbIVZk ▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬ მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!
|