გამარჯობათ,
რაღაც უცნაური პრობლემა შემექმნა, და ვერც ვერავინ ვერ ვნახე, რომ ონდავ დასაბუთებული პასუხი გამცეს. იქნებ ვინმემ შეძლოთ დამხარება. შეიძლება იცოდეთ ამ თემაზე რამე.
არსი იმაში მდგომარეობს, რომ მერიამ არ მომცა მშენებლობის ნებართვა. დამიდგინა ხარვეზი და მომთხოვა ინსოლაციის გეგმის გაკეთება. ვნახე, რომ კანონი (უფრო სწორად კანონქვემდებარე აქტი) რომელიც განსაზღვრავდა ინსოლაციის და განათებულების პარამეტრებს ძალადაკარგულია. იმის გარდა, რომ მესამე ეტაპზე (ანუ მას შემდეგ რაც დამტკიცებულია პროექტი) მომთხოვა ამის გაკეთება (ეს ცალკე საკითხია შეეძლო თუ არა ამ მომენტში მოთხოვნა). ჩემი შეხედულებით არ შეეძლო ამ ეტაპზე. თუმც სასამართლოში წასვლა და გასაჩივრებას მირჩევნია გავაკეთო ეს ინსოლაციის გეგმა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ შეიძლება სიტუაცია არ აკმაყოფილებდეს იმ "ძველი კანონის" მოთხოვნებს, ანუ რომელიღაცა ერთ ფანჯარას (მეზობლისას) აქვს პრობლემა და ამისათვის შეიძლება დამჭირდეს პროექტის შეცვლა. ეს ალბათ იცით რასაც ნიშნავს და რა შედეგებიც ექნება.
როგროც გავარკვიე, უფრო სწორად როგროც ინსოლაციის სპეციალისტებმა (სულ ორნი არიან) არსებობს რაღაცა კანონქვემდებარე აქტი (სავარაუდოდ 2010 წლის), რომელის ძალითაც შესაძლებელია ის ძველი (ძალადაკარგული) აქტი იქნას გამოყენებული ეხლაც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ შეიძლება იყოს გადამწყვეტი? იმიტომ, რომ ჩემი ლოგიკით ნებისმიერი ინსოლაციის გემაც, რომ ავტვირთო, ვინაიდან არ არსებობს (თუ არ არსებობს) ძალაში მყოფი კანონქვემდებარე აქტი, რომლიც არეგულირებს თუ რას უნდა შეესაბამებოდეს ეს თუ ის პარამეტრი, მერიამ უბრალოდ უარი ვერ უნდა მითხრას ნებართვაზე. რაც არ უნდა იყოს იმ ინსოლაციის გეგმაში.
ამდენად ძალიან მნიშნელოვანი რა აქტია, და კონკრეტულად რა წერია იმ აქტში, რომელიც ვითომცდა "აცოცხლებს" იმ ძველ ინსტალაციის და განათებულების შესახებ რეგულაციებს.
შემთხვევით ხომ არ იცით რამე აი იმ 2010 წლის აქტზე, რომლითაც რაღაცა ძალას იძენს ის ძველი ძალადაკარგული ძველი რეგულაციები?
წინასწარ გიხდით მადლობას
დაგუგულვამ არ მიშველა. მაცნე გეზე არაფერი არ არის. ბოლო იმედი ფორუმია
This post has been edited by Olasi on 30 Dec 2014, 11:24
სიმართლე სინათლესავითაა. ისე ვერ დამალავ, როგორც სინათლეს ვერ დამალავ სიბნელეში და რაც მთავარია, რაც უფრო მეტია სიბნელე - უფრო კარგად ჩანს.