იყო დრო დავდიოდი თან ძალიან აქტიურად. პარასკევს და შაბათს არ ვმაზავდი და თუ გამემაზებოდა უუუუბედური ვიყავი

))
მომწონდა ახალი გახსნილი ე.წ. ლაუნჯები (ელ-ცენტრო, ისტერიკა, უნიქის ტერასა და ა.შ) ძაან მისწორდებოდა ლაბორატორიუმში (გალერიზე მეტად), ძალიან კარგ მუსიკას უკრავენ.
როგორ ვერთობოდი:
ლაუნჯში - ძაან გამოპრანჭული მივდიოდი (ქუსლებით და ამბით), ვსვავდი (ბევრს), ვცეკვავდი (კიდე უფრო ბევრს) და ვიცინოდი

))))
კლუბში - ძალიან კოფორტული ზმანი, ბევრი ბევრი ალკოჰოლი და ცეკვა თავისთავად.
რაც შეეხება ვინმეს აგდება არ აგდებას

)) მე იქ ვინმეს ასაგდებად არ დავდიოდი, არც აქეთ მინდოდა შევეწუხებინე ვინმეს, თუმცა რა თქმა უნდა ამას ვერსად გაექცევი, ყველა ტვინს ბურღავს (მითუმეტეს თუ შეგატყობს რომ მთვრალი ხარ და ცოტა თამამადაც ცეკვავ).
ბოლო ერთი წელია მივხვდი რომ ძაან მომბეზრდა მსგავსი გართობა, უკვე სადმე კლუბში რომ მივდიოდი ხალხს ვცნობდი სახეზე (ძირითადად ყველგან ერთი სასტავი მოძრაობს). თავიდან ძაან მიჭირდა ცვლილებასთან შეგუება მაინც მიმიწევდა ხოლმე გული, მაგრამ ეხლა უკვე ატანა აღარ მაქვს მსგავს ადგილებზე

))
ყველაფერი გითხარი მემგონი ამომწურავად

))))