#43352500 · 5 Jan 2015, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არის რაღაც საკითხები რაზეც საჯაროდ საუბარი არაკორექტულია, თუ ეს ინფორმაცია სხვა პირებს ეხება, ამიტომ სახელებს და გვარებს არ დავაკონკრეტებ, მარგამ...
ეს რასაც ამბობ ისედაც თითქმის ასეა მეგობარი მყავს, რომელიც 21 წლის წავიდა უკრაინაში, უკვე ორი წელია იქ თამაშობს, მასავით იქ 5-6 ქართველი მორაგბეა 21-23 წლის ბიჭები, რომლებმაც ძირითადად უსახსრობის გამო თბილისში ვერ მოიკიდეს ფეხი, ელემენტარულად ბინის ქირის უქონლობის გამო და ჩათვალე "ბ" და რეგიონალლიგიდან გადასულებმა დააკმაყოფილეს უკრაინული დონე. ვიზის ძალაში ქონამდე საკუტარი სახელით თამაშOბდნენ და ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, სხვისი სახლეით იღებენ მონაწილეობას, რამდენიმემ უკვე ფიქტიურად იქორწინა ადგილობრივებზე და შესაბამსად მოიპოვეს მოქალაქეობა და ეს პრობლემაც მოეხსნათ.
პირობებს და ანაზღაურებას რაც შეეხება, იქ ცხოვრებაში ფული არ ეხარჯებათ, უმეტესად ბაზაზე ან კლუბის კუთვნილ საცხოვრებლებში ცხოვრობენ და იკვებებიან - 500 ევროს ფარგლებში იღებენ გასამრჯელოს, ეს იმ ფონზე რომ სპორტულ ამუნიციაში არაფერს იხდიან. გასაგებია რომ ევროპის ნორმალურ ქვეყნებში სხვისი სახლეით არავინ გათამაშებს, მარგამ ფაქტია ის ბიჭები რომლებმაც აქაური დონე ვერ "გაქაჩეს" ან ძირითადად უსახსრობის გამო ფეხი ფიზიკურად ვერ მოიკიდეს უკრაინაში ბევრად უკეთ არიან. * * * Qutaiso ქაჩავენ, ლუკმა-პურის დონეზე სწორედ რომ ქაჩავენ, მაგრამ ის პირველი გასვლა უჭირს ყველას. ასევე ვერ დაავსახელებ (არაკორექტულად რომ არ გამომივიდეს) მაგრამ ერთ-ერთმა ფრანგულმა კლუბმა ფედერალ 1 დან იმისთვის რომ პროფესიული კონტრაქტი გაეფორმებინა სატრანსფერო თანხაც კი ჩაურიცხა ქართულ კლუბს რომლის ოდენობად სულ რაღაც 5000 ევრო იყო... თუმცა იქ იმ ბიჭის ხელფასი 650 ევროა და იშვიათად მაგრამ მცრე პრემიებს იღებს, სპორტულ ინვენტარზე და საცხოვრებელზე ასევე არაფერი ეხარჯება - ჯამში 900 ევრომდე გამოსდის რაგბიდან შემოსავალი - დანარჩენს როგორც ყველა დამატებით "ჩალიჩობს" რომ თავი უკეთ გაიტანოს
--------------------
"Rugby is a Hooligans Game played by Gentlemen" W. Churchill
|