shavparosaniii14
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6126
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
|
#42554965 · 16 Oct 2014, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოსადმი დამოკიდებულება საზოგადოების ცნობიერებაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საქართველო აღიქმება, როგორც მისაბაძი მაგალითი, თანაც არა მარტო სოციალურ-ეკონომიკურ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროებში. ამის შესახებ ღიად და საკუთარი ინიციატივით საუბრობენ ადგილობრივი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ადვოკატები, სამოქალაქო აქტივისტები და რაც ყველაზე სახიფათოა - რიგითი მოქალაქეები. ამ სიტყვების ავტორი რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის კავკასიური კვლევების სექტორის ხელმძღვანელი იანა ამელიანაა, რომელიც წერს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს, დღეს, „თბილისზე სწორება“ აქვთ გამოცხადებული. მისი თქმით, მეტ-ნაკლებად ეს პროცესი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოვლინდა და ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს „მიუღებელი“ ტენდენციები შეიცვლება. ექსპერტის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკებში „სწორებას თბილისზე“ თავისი ნიუანსები აქვს.
ჩრდილოეთ ოსეთი:
აქ თავმოყრილია ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ადამიანთა უმეტესობა, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ. ანუ ექსპერტის აზრით, დევნილთა დამოკიდებულება თბილისის მიმართ, წესით, მტრული უნდა იყოს, მაგრამ ამელინა წერს, რომ ყველაფერი პირიქითაა: სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში რამდენჯერმე გაიზარდა - 85%-ით. ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობას შორის კი უკვე ბევრია ისეთები, რომლებიც თბილისში რესტორანში შესასვლელად ჩადიან, ასევე ხანმოკლე ვიზიტებით სტუმრობენ სამთო კურორტებს, მაგალითად, გუდაურს და ა. შ. - წერს ამელინა და აღნიშნავს, რომ საქართველოდან დაბრუნებული ოსები, ქართული მოსახლეობისა და სამართალდამცველების კეთილგანწყობას განსაკუთრებით აღნიშნავენ. ბოლო პერიოდში კი ჩრდილოეთ ოსეთის ტაქსის მძღოლებმა, საუბრის ჩვეული თემა „ჩვენ სტალინი გვჭირდება“, საქართველოს თემატიკით შეცვალეს - „საქართველოში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ ტელევიზორით გვიყვებიან“.
მოსახლეობის სხვადასხვა ფენებმა კარგად იციან, რომ საქართველოში გადაწყდა კორუფციის პრობლემა, დაიგო მშვენიერი გზები. პოლიცია მიზანში არ იღებს მძღოლებს, მიმდინარეობს რეფორმები... და როცა ამ სიტუაციას რუსულ რეალიებს ადარებენ, აკეთებენ ერთმნიშვნელოვან დასკვნას საქართველოს სასარგებლოდ - წერს ამ „რეალიებით“ შეშფოთებული ავტორი. შეშფოთების საფუძველი კი მართლაც ჰქონია, რადგან როგორც თავადვე წერს, ამის შემდეგ არავის ერიდება ხმამაღლა თქვას, რომ „საქართველოში, რამდენიმე წელიწადში გატარებული რეფორმებით არსებით ცვლილებებს მიაღწიეს ეკონომიკაში, პოლიტიკაში და სოციალურ სფეროში, ჩვენთან კი (რუსეთის ფედერაციაში) ათწლეულების მანძილზე არაფერი კეთდება“.
ამელინას თქმით, ჩრდილოეთ ოსეთის ინტელექტუალური ელიტის რიგი წარმომადგენლები უკვე აქტიურად პროპაგანდირებენ მედიაში თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც ქართველები ოსებისთვის ახლობელი ხალხია , რის გამოც აუცილებელია კომპრომისისა და საქართველოსთან შერიგების გზის მონახვა. ექსპერტის თქმით, დადასტურებულია, რომ ბოლო პერიოდში, აზრი იმის თაობაზე, რომ „თბილისზე უნდა მოხდეს ორიენტაცია“, რიგით მოსახლეობაში აღარ ითვლება მარგინალურად.
სპეციალისტების აზრით, ეს დამოკიდებულება რუსეთიდან წამოსული ლოზუნგის - „საკმარისია კავკასიის კვება“- შედეგია და ცენტრალურ რუსეთში ასეთი განწყობილებების ზრდის ფონზე, საქართველო, კავკასიაში, უკვე, აღიქმება, როგორც ევროპული სახელმწიფო, რომელიც ევროპასთან შეერთების შესაძლებლობას იძლევა, რაც საქართველოს პოლიტიკის მიზანია რეგიონში - წერს ექპსერტი.
დაღესტანი:
საქართველოსადმი ინტერესის გაძლიერება ამ რესპუბლიკაში თავისებურად მიმდინარეობს. თბილისისკენ იყურებიან, ძირითადად, მოსახლეობის ინტელექტუალური ფენები - სტუდენტები, ჟურნალისტები, პედაგოგები, მეცნიერები... ისინი, ვინც ისლამიზაციით არიან უკმაყოფილოები, საქართველოს განიხილავენ, როგორც ალტერნატიულ მოედანს პროფესიული თვითრეალიზაციისათვის. ამ პროცესს ჯერ მასობრივი ხასიათი არ მიუღია, თუმცა უკვე შეიძლება ვისაუბროთ, მინიმუმ 10 დაღესტნელ ინტელექტუალზე, რომლებიც საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდნენ. საქართველოს დედაქალაქი მათ უფრო მიმზიდველად ეჩვენებათ, ვიდრე, ვთქვათ, მოსკოვი და დონის როსტოვი - წერს ამელინა. მისი თმით, ასეთ „გადასახლებულთა“ მაგალითი მნიშვნელოვანია დაღესტნის ახალგაზრდობისთვის. მით უმეტეს, რომ ჩრდილოკავკასიელი სტუდენტები საქართველოს უმაღლესებში შეღავათებით სარგებლობენ. სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში კი თბილისს, საერთოდ, რეგიონში განათლების ცენტრის როლი აქვს მინიჭებული და უამრავი სპეციალური პროგრამები მოქმედებს ჩრდილოკავკასიელი სტუდენტებისთვის.
ინგუშეთი:
მთლიანობაში, დიდი ინტერესი არ აქვთ, რომ თბილისში ჩავიდნენ, მაგრამ ინგუშეთშიც აღნიშნავენ საქართველოს მიღწევებს კორუფციასთან ბრძოლაში, პოლიციის თავაზიანობას, რომ იქ არ აქვთ წინასწარაკვიატებული აზრები ჩრდილოკავკასიელთა მიმართ. საქართველოსადმი ემოციური დამოკიდებულება მთლიანობაში დადებითია - წერს ამელინა.
ჩეჩნეთი:
ექსპერტის თქმით, აქ საქართველოსთან ურთიერთობები არასამთავრობოების ხაზით ვითარდება. მაგალითად, აპრილში თბილისში ჩატარდა ჩეჩენი და ქართველი ჟურნალისტების ფორუმი, რომლის მონაწილეებმაც საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის კავშირების გამყარებაზე და ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე ისაუბრეს.
ექსპერტი ამელინა ამ ყველაფრით მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს. ხოლო, თუ მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული პუნქტები სრულად განხორციელდება, ეს, მისი აზრით უკვე „ტრაგედია“ იქნება, რადგან თბილისის პოზიციები რეგიონში „სრულიად რეალურ წონას შეიძენს“ - წერს ის.
|