...იქ მიდი, აქ მოდი, იქ დაისხი-დალიე, აქ დაისხი-დალიე, იქ გადაიღე-მიირთვი, აქ გადმოიღე-მიირთვი, ის განსხვავებული, ეს განსხვავებული, შემოსწრებისა, წამსვლელ-დამრჩენებისა, დაშლა-არმოშლისა და ... რა ტიტანური ამტანობა და შეძლება უნდა გქონდეს კაცს, რომ ეს ყველაფერი ერთ სტომაქში მოითავსო, მოინელო, მერე მოისმინო, გაუგო, შეუნდო და ერთ ტვინში გადახარშო?!!...ჰო და, ამ ყველაფრის პროცესში, აუცილებლად დგება მომენტი, როცა უკვე აღარაფერი გესმის და აღარაფერი გინდა, მხოლოდ უაზროდ ეწევი და მხოლოდ იმას ცდილობ, როგორმე ჩაახშო ყურებში ჩაგუბებული სუფრის ღრიანცელი და გათიშო მხედველობა, რომლის ყურადღების ველში, ნაცნობ-უცნობი სიფათები უაზროდ და ბლანტად ირევიან ერთმანეთში.
...ქუჩაში უკვე ზამთრის ყინვა ზეიმობდა და უკაცრიელ დაღმართზე მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების ხმა მესმოდა. ნელ-ნელა ვიწყე აზრზე მოსვლა, დილის 4 საათი ხდებოდა, ჩაბნელებულ ქუჩაზე, აქა-იქ ფანჯრებში ისევ ენთო ახალი წელი, საიდანაც ქეიფის შორეული ყიჟინა გაისმოდა.
...სიგარეტს მოვუკიე და მაშინვე გადავაგდე, კეფა ახდაზე მქონდა და საშინელი იჟოგა მტანჯავდა. რამე ნაბეღლავიიიიიიიიი, გაზიანი, სოდიანი მომნათლავდა, მაგრამ მასე შენ გემოზე, სადაა კაი ცხოვრება...თუმცა, სასწაული თუ გინდა ესაა, ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ, ამ ახალი წლის გამთენიისას, ასე ბოდიალ-ბოდიალით, პატარა განათებულ მარკეტს მივადექი და თანაც, ღიას! ...არც კი შემიხედავს გამყიდველისთვის, ისე გამოვცერი კბილებში - ერთი დიდი ნაბეღლავიმეთქი!
- ნაბეღლავის რა გითხრათ, მაგრამ ნესვის არომატის ჟევაჩკით და ყავით შეგვიძლია გაგიმასპინძლდეთო....ყურებს არ დავუჯერე, ავხედე და ვხედავ მომღიმარე ახალგაზრდა ქალს შავებში, რომელიც მომჩერებია და თითქოს თავშეკავებისგან ტუჩებს ძლივს უყრისო თავს, რომ ერთი გემრიელად არ გადაიხარხაროსო. უნებლიედ თვალი გავაპარე მაცივრის შუშის ვიტრინისკენ სასმელი წყლები რომ ელაგა, რათა ჩემი ჩაცმულობის ანარეკლი დამენახა...რამე ისე სასაცილოდ ხო არა მაქვს ამოჩაჩული, ან შარვლის უბე ხომ არ დამრჩა გახსნილითქო! მაგრამ, იქ დანახულმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, მეგონა შევიშალემეთქი, ის მე არ ვიყავი. გაოგნებულმა მიმოვიხედე და დახლს აქეთ, იმ პატარა მარკეტში, ჩემს გარდა არავინ არ იდგა და რომც სდომოდა, იქ უბრალოდ ვერც დაეტეოდა...ის ის იყო, ისევ ვაპირებდი ვიტრინისკენ მიხედვას, რომ გამყიდველის ხმამაღალმა კისკისმა გამომარკვია...
- ნუთუ ჩემი არ გჯერავთ, ტყუილად ძაბავთ თვალებს და ეძებთ მანდ ნაბეღლავს, დისტრიბუტორებმა ბოლო 2 დღეა, რაც საერთოდ დაგვივიწყეს...გითხარით - ყავა და ნესვის არომატის ჟევაჩკათქო, შეგვიძლია უფასოდაც გაგიმასპინძლდეთ, სულ ერთია აქ 8 საათამდე მაინც მომიწევს ყურყუტი და თქვენს გარდა, არა მგონია კიდე სხვა თოვლის ბაბუა გვესტუმროსო!...სიგარეტს ფილტრი მოვატეხე, მოვუკიდე, ღრმა ნაფაზი დავარტი და ყავის ბარაქიანი ყლუპიც მოვსვი..იქნებ ტვინი ცოტა გამიიასნდესთქო, მაგრამ ზაგადოჩნმა ქალმა ისევ მხიარულად მკითხა...
ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ სულ მინდა გკითხოთ - ეგ მელიის ბეწვით გაწყობილი და წელში გამოყვანილი, საყელოიანი პალტო კარნავალზე გეცვათ თუ, ზამთარში საერთოდ ასე იმოსებითო...?! ...აი მაშინ დამცხა თუ დამცხა, გამახსენდა იმ ღამით ჩემს ახლობელთან, 11 საათზე როგორ დაგვადგა თავზე მისი ცოლის მამიდაშვილი ქალი, მელიის ბეწვის საყელოიანი პალტოთი... ისიც გამახსენდა, გული როგორ მერეოდა, მუცელი როგორ მგვრემდა და საჩქაროდ რომ დავემშვიდობე სუფრის თანამეინახეებს და ბინის კორიდორში როგორ მებღაუჭებოდა და მაკავებდა მასპინძელი...არ გაგიშვებ არსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსცუთითო, მეუღლე თამრიკო კი პალტოს მაცმევდა და მეუბნებოდა, რა უცნაური კურტკა გაქვს ასეთი, მკლავებს რომ ძლივას უყრიო ...
- კარგი არ გეწყინოს, ერთხელ ჩემი ყოფილი ქმარი, ვითომ მივლინებიდან დაბრუნებული, იისფერი კოლგოდკებით დამადგა დილაუთენიას თავზე და მიმტკიცებდა, სასტუმროს ეტაჟნიცას შეეშალა და მისი საცვლების ნაცვლად მეზობელი ნომრის ბინადარი ქალბატონის საცვლები დამიწყო სავარზელზე და თვიტმფრინავზე რომ მაგვიანდებოდა, ისე ვჩქარობდი, რომ ზედაც არ დამიხედავს რას ვიცმევდიო... ...აი მაშინ დავაკვირდი ქალს, თანდათან სულ უფრო და უფრო მეუფლებოდა იმისი განცდა, რომ ძალიან ნაცნობი ხმა ჰქონდა. გამახსენდა ბოლო სადაზვერვო რეისი. ტყისპირა პატარა აეროდრომიდან, მოსაღამოვებულზე ვაპირებდით გაფრენას და თვიტმფრინავთან გადავუღე ფოტო. იმ დღეს განსაკუთრებით მომაჯადოებელი ღიმილი ჰქონდა...თვითმფრინავში სანამ ავიდოდა, მოირბინა და ჩამჩურჩულა -
დარწმუნებული იყავი, აქ თუ არა, იქ მაინც აუცილებლად შევხვდებითო ... 
...ფრენიდან გვიან დავბრუნდი და მკვდარივით დამეძინა...ხოლო მას მერე, მუდმივად ისეთი შეგრძნება დამყვა, რომ თითქოს ვერ გამიგია სად მძინავს და სად მღვიძავს. ვუყურებ და ეს მართლა ის სელენაა, მაშინ იქ რომ დამემშვიდობა, მერე მე რომ იქ დავიძინე და ახლა აქ რომ გამომეღვიძა და ისევ შევხვდით?!...იქნებ ეს ყველაფერი სიზმარია და ამ სიზმარში ვხედავ ჩემს თავს, რომელიც სხვა სიზმარშია, ხოლო იმ სხვა სიზმარში კვლავ ჩემ თავს ვხედავ ისევ სიზმრად მყოფს ???!!!
******************************************************
და ბოლოს, პატარა გამოცანა ფსიქ-იუზერთათვის...რატომ მაინცა და მაინც ჟევაჩკა ნესვის არომატით?!...ნესვი რა შუაშია ამ ყველაფერთან?!...ვინც გაარტყამს სწორ პასუხს, ვპირდები შეგირდად ავიყვან
******************************************************
პ.ს. ნუღა ვიმსჯელებთ დეჟავუს ფსიქოლოგიურ რეალობაზე, ის მონსტრია და ეს მონსტრი რომ დავატორმუზოთ, მას უნდა დავუხვედროთ ე.წ.
დემჟავიუ , ანუ - 100 გრამი კახური ორნახადი და კომოსტოს კაი წითელი მწნილი!
...გაუთაავებლად ისმის- ეს ფროიდიო, ის ფრომიო, ეს იუნგიო, ლევი სტროსიო, ტალკოტ პარსონსიო და ვინ იცის კიდე რა ფსიქოანალიები, ეგზისტენცანალიები, გეშტალტმთხლერაპიები, ამის ყიოგაო და იმის ყიოგაო...ეეჰ კაცო, იას გაიგებ, ამ წუთისოფლისას, ერთი თოხს სჭირდება ყანაში...ჩიპი და მეორე კიდე მუშა-კაცს ოჯახში ...ფსიქოლოგი!
This post has been edited by Stalker2005 on 5 Jan 2015, 01:45