"ტორპედოს" ახალი მწვრთნელი, დირექტორი და ფეხბურთელები ჰყავს
17:38 05-01-2015
"ტორპედოს" ახალი მწვრთნელი, დირექტორი და ფეხბურთელები ჰყავს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი მწვრთნელი, დირექტორი და ფეხბურთელები ჰყავს. საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრესკლუბში ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა, საფეხბურთო კლუბის დირექტორმა დავით ფრუიძემ და ახლად დანიშნულმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ფეხბურთელებთან ერთად მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"ქუთაისის მერია მაქსიმალურად შეეცდება, რომ კლუბს ღირსეული დაფინანსება ჰქონდეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ სეზონის დასრულებამდე კლუბს 800 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხება, რაც სავსებით საკმარისია. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია "ვისოლს" იმ გაწეული სამუშაოსთვის, რაც წლების განმავლობაში "ტორპედოში" განახორციელა", - აღნიშნა ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.
წლების განმავლობაში ქუთაისის "ტორპედოს" კომპანია "ვისოლი" აფინანსებდა, თუმცა 2014 წლის დეკემბრიდან კლუბს ქუთაისის მერია აფინანსებს.
ისედაც რა დღეშია ქალაქი და კიდევ ამათი თრევა (უსახური ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უსუსური წარმომადგენლის შენახვა მერიას რატომ უნდა აწვებოდეს მხრებზე ვერ ვხვდები)

თანაც
რამდენდაც ვიცი, UEFA მგონი კრძალავს გუნდის დაფინანსებას საბიუჯეტო სახსრებიდან!....
This post has been edited by Lаki on 5 Jan 2015, 18:33
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3