ნაძალადევის გამგეობა 100 ჩასასვენებლის შეძენას გეგმავს
2015-01-05 14:47:00
ჩასასვენებელთან ერთად გამგეობა ასევე 100 ცალი სუდარის შეძენას გეგმავს.
ნაძალადევის გამგეობა 100 ჩასასვენებლის შეძენას გეგმავს. ჩასასვენებლებთან დაკავშირებით ტენდერი გამგეობამ დღეს გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ჩასასვენებელი უნდა იყოს სტანდარტული ზომის, წიფელის და გამოკრული სარჩულით.
ჩასასვენებელთან ერთად გამგეობა ასევე 100 ცალი სუდარის შეძენას გეგმავს.
დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან – ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნისთანავე – 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს. შესყიდვის სავარაუდოდ ღირებულებად 28 ათასი ლარია მითითებული.
http://newposts.ge/wap.php?ID=60819