სოფელ გურჯაანში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ახალგაზრდა მაღაზიის ძარცვის მცდელობის დროს მეპატრონემ სანადირო თოფით დაჭრა.
დაჭრილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, ახალი წლის წინა დღეებში ობიექტი რამდენჯერმე გაძარცვეს, პოლიციამ კი საქმე ვერ გახსნა. ამის გამო მას მაღაზიაში ეძინა და სავაჭრო ობიექტს თავად იცავდა. ძარცვის დროს კი დამნაშავეს სანადირო თოფიდან ესროლა.
მაღაზიის მეპატრონე დაკავებული არ არის. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, პოლიციაში შეტყობინება ნივთის დაზიანების ფაქტზე შევიდა, რის გამოც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რის შემდეგაც შესაძლოა, საქმე სხვა მუხლით დაკვალიფიცირდეს.
http://info9.ge/samarthali/104401-sofel-gu...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo