იყიდება Subaru Forester XS
წელი 2003
ძრავი 2,5
ჩამოყვანილია ამერიკიდან შესაბამისად საჭე ქარხნულად აქვს მარცხნივ
გარბენი 148,000 მილი
გადაცემათა კოლოფი: ავტომატიკა
აქვს: კლიმატ კონტოროლი, სავარძლების გათბობა, უკანა ხიდის LSD! მოკლედ ყველა ნავაროტი რაც XS ებს აქვთ.
რადგან გადავწყვიტე მაქნანის გაყიდვა მოვიყვანე სრულად ფორმაში, ჩემი მეუღლე დადიოდა 4 წელი და ბევრი წვრილმანი დაუგორვდა და თუ მაქანას ყიდი ცუდია რავის არ უნდა ათქმევიო - რის შედეგადაც დავახარჯე 1200 დოლარი!!!
გამოიცვალა ყველა რემენი თავისი ყველა დამჭიმით, ძრავის ზეთი, კარობკის ზეთი, ხიდის ზეთი, გიდრავლიკის ზეთი, მუხრუჭის ზეთი, ფილტრები. სავალ ნაწილში წინ 2 ახალი ამორტიზაროტი, პერედოკი სრულად ახალი, ახალი სამუხრუჭე ხუნდები, ზამთრის საბურავები (მეორადი), ბევრი რომ აღარ ვწერო ვისაც დააინტერესბს სია მაქვს რაში დაიხარჯა ეს ფული და ვაჩვენებ

მანქანას არაფერი არ ჭირდება დაჯექი იარე გეგონება ახალ მანქნას ატარებდე.
რაც არ გავეაკეთე და საქართველოში მაგის აზრს ვერ ვხედავ ეს არის ვიზუალური ნაწილი, ცარაპკები და მისმულ მოსმულები - არ გავაკეთე 2 მიზეზით 1) 3თვეში მაინც ვინმე აუცილებალდ გაგახარებს და გაგისვამს და 2) მერე გონიათ რომ ნაავარიებია. შესაბამისად სურათებზე კარგად დაინახავთ ამ დროის განმავლობაში დგროვილ ცარაპკებს - თუ ვინმეს აწუხებს ვიზუალი - შეზაღები იქნება წინა ბუმეპრეი უკანა ბუმპერი და გვერდითი მოდინგები - ჟესტზე არ მახსოვს რომ სადმე ქონდეს გასმული მოკლედ სურათებზე ჩანს ყველაფერი - მე რომ მეყიდა ხელს არ მოვკიდებდი.
სხვა რა დავწერო - ფასი ალბათ - გადავხედე XS-ების ფასებს 5000 ზე ნაკლებად ვერ ვნახე - უბრალოების ფასები იწყება 4700 დან მე კი სწრაფად მინდა გაყიდვა ამიტომ ფასი იქნება 4500 და არანაერ ვაჭრობას არ ექვმდებარება! გინდა გინდა არა გაატარე - რომ გამოვაკლო ის ფული რაც დავახარჯე გამომდის რომ 3300 დოლარდ ვყიდი.
This post has been edited by Ventura on 10 Feb 2015, 14:56
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)