#43370651 · 7 Jan 2015, 00:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ako0708
QUOTE | ერთი რამ მიკვირს, საქართველო მუდამ ვიძახით დამპალმა ღრუსეთმა ეკლესია მონასტრები დაგვინგრია და შეურაცყოო |
მარტო მაგას ვაბრალებთ რუსეთს? "ცოცხალი ეკლესია" ანუ ქართველების სისხლი და ხორცი არ შეიწირა დიდი რაოდენობით? და არა უბრალოდ ზოგადად ქართველები, როგორც იტყვიან, ნაღები მოგვხადა, ერის ყველაზე უფრო თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი და ინტელექტუალური ნაწილი მოგვაკლო... BOGQUOTE | მიწყნარებული ჩანს განყოფილება |
შედარებითია ყველაფერი, კარგია თუ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩა, იქნება ობიექტურად ასეც იყოს. რამდენიმე დიდი თემა: ათეიზმი ვერსუს თეიზმი, ევოლუციის თემა და მსგავსები ბოლო დროს ცოტათი მიწყნარდა მართლაც. მე ახალი დროების და ახალი წლის ეფექტი მგონია, თუმცა ესეც არის: ძველი ფორუმელების ნაწილმა მივიღეთ მწარე გამოცდილება, რომ ვირტუალური სამყაროთი გატაცება მავნებელია და რეალობისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია ხოლმე... ჰოდა, გვიწევს დროის მკაცრი გაზომვა, დოზირებული "ქვორუმი" და დოზირებული ფორუმი...
This post has been edited by ლაბარნა on 7 Jan 2015, 00:22
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|