#43353084 · 5 Jan 2015, 14:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო! მინდა ერთ ფილოსოფიურ საკითხს შევეხო (ნაკლებადაა რელიგიური):
ადამიანის ცხოვრების წესი უნდა იყოს დღევანდელობაზე ორიენტირებული - სადაც იგი იცხოვრებს დღევანდელი დღით, ნალებად იფირებს წარსულზე და მომავალზე, მიიღებს მაქსიმალურ სიამოვნებას, ან იმას, რისი მიღებაც შეუძლია, დახარჯავს ფულს, გამოიყენებს ყველა საშუალებას რომ იყოს ბედნიერი, სანამ ეს შეუძლია და ასე შედეგ - თუ იგი უნდა ორიენტირდეს მომავალზე, სადაც მას უწევს ფიქრი თუ რა იქნება ხვალ და ზეგ, აანალიზებს წარსულს და ძალიან ფრთხილია აწმყოში, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება მისი მომავალი უბრალოდ გააქროს.
ეს დილემა არახალია, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ერთის მხრივ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დღევანდელი დღით ჰგვავან იმ ადამიანებს, რომელთაც სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს და ცდილობენ დარჩენილი დრო ბოლოდე გამოიყენონ. მაგრამ რეალუად არავინ არ ვიცით ჩვენ როდის დაგვიდგება სიკვდილი და შეიძლება მომავალზე ორიენტირებამ უცებ ბუნების მეშვეობით დაგვცინოს და ყველაფერი წაგვართვას, რა შემთხვევაშიც აწმყოსაც ვკარგავთ და მომავალსაც. მეორეს მხრივ თუ მომავალზე არ იყავი ორიენტირებული, შეიძლება საერთოდ ყველაფერი მოგწყინდეს და მოგბეზრდეს და ცხოვრების საზრისიც კი დაკარგო და როდესაც დადგება მომავალი აღმოაჩინო რომ უკვე აღარაფრი გაქვს და ყველაფერი წარსულში დატოვე და დახაჯე.
თქვენი აზრით რომელია უფრო მეტად სწორი გზა ცხოვრებისა?
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|