ლოგიკⒶჯიგარო მე არაფერს არ ვამტკიცებ გადაჭრით
იმას ვამბობ რასაც მე ვგრძნობ და რისიც მე მწამს
ვცდები თუ არა, მოგწონს თუ არა, დამეთანხმები თუ არა, შენი ასარჩევია
რაც ეხება შენს ზედა პოსტს, ძველი და ახალი აღთქმის ეპოქებს შორის განსხვავება ზუსტად იმაშია, რომ ღმერთი უფრო მეტს მოელის ადამიანისგან ახალ ეპოქაში, ვიდრე ძველში ელოდა. იესომდე ეპოქა იესოს მოსვლის ანუ ღმერთის მეფობის დედამიწაზე მოსვლისთვის მზადება იყო და ამ სამზადისში ღმერთი მასობრივ სასწაულებსაც იყენებდა კონკრეტული მიზნებისთვის. ეს მიზანი კი იყო ის, რომ ადამიანთა რაღაც გარკვეულ ნაწილს მაინც ერწმუნა ღმერთისა და მომზადებულიყო ერი იესოს მისაღებად/არმისაღებად.
როგორც კი ეს გახდა შესაძლებელი, მაშინვე განხორციელდა კაცად უფლის ძე. უმრავლესობამ არ ირწმუნა, მაგრამ ვიღაცებმა ხომ ირწმუნეს. ჰოდა ეს კრიტიკული მასა უნდოდა რომ შეექმნა ღმერთს ებრაელებში, ძველი აღთქმის ეპოქა მაგას ემსახურებოდა.
ჰოდა როგორც კი კრიტიკული მასა შედგა, უფალმა გახსნა მის წიაღში შესასვლელად იესოს მეშვეობით კარი და ახლა უკვე თითოეულ ადამიანზეა ტვირთი იმისა, რომ შევიდეს ამ კარში.
ძველი აღთქმა საერთოდაც მხოლოდ ებრაელების სიტუაცია იყო.
ახალი კი ყველასია, განურჩევლად ეროვნებისა
თუმცა ძველი აღთქმაც მხოლოდ ებრაელებისა იმდენად იყო, რამდენადაც ღმერთის გეგმაში სწორედ ყველას ხსნა შედიოდა, იქამდე კი სიტუაციის მომწიფება (იესოს მოსვლისთვის მომზადება) იყო საჭირო. მოსამზადებლად და გამოსაჩენად კი სწორედ ებრაელები გამოიყენა ღმერთმა.
ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუ ჩვენ ვიწროადამიანურ ლოგიკას მივაწვებით - რატომ ისე არ მოქმედებს ღმერთი, როგორც მე მინდა - მაშინ ვერასდროს დავალაგებთ ბიბლიურ მოვლენებს და ვერაფერს მოვუძებნით ჩვენთვის მისაღებ ახსნას.
ჩვენ ვართ ადამიანები ნების თავისუფლებით - ჩასმულები სამყაროში, რომელიც ღმერთის მიერ შექმნილ მიზნებს ემსახურება. ჩვენი არჩევანია მივიღებთ და დავემორჩილებით ამ მოცემულობას თუ მთელ ცხოვრებას ამ მოცემულობის დაიგნორებაში და საწინააღმდეგოს მტკიცებაში გავატარებთ.
დავუბრუნდეთ ებრაელებს. თუ ურწმუნოები არ იყვნენ, აბა რა ჯანდაბა სჭირდათ სხვა? შენ რამე ახსნა გაქვს?

გაითვალისწინე ეგ ის დროა, როცა ჭეშმარიტ ღმერთზე წარმოდგენაც კი არ აქვთ, თაობების განმავლობაში ცხოვრობდნენ მრავალღმერთიანობაში და მიჩვეულები იყვნენ თავიანთთვის ღმერთუკების შექმნას. იმასაც არ გამოვრიცხავ რომ ეგ კერპებიც მხოლოდ ქვეცნობიერად და თავის დასამშვიდებლად სჭირდებოდათ და წრფელი ძიება საერთოდაც არ ამოძრავებდათ. ამიტომაც როცა ნამდვილი ღმერთი გამოჩნდა თავისი სასწაულებით, არ/ვერ მიიღეს. მაგ ღმერთის მიღება პასუხისმგებლობის აღებასაც მოითხოვდა, რასაც ებრაელები არ იყვნენ მიჩვეულები.
This post has been edited by ლლევ on 6 Jan 2015, 11:09