#43364133 · 6 Jan 2015, 15:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაღაც დოკუმენტური ფილმი იყო რამდენიმე დღის წინ ვუყურე. ხოდა იქ ითქვა, რომ ის ქვეყნები რომლის ეკონომიკაც ნავთობის გაყიდვაზეა დამოკიდებული, მეცნიერების განვითარების დონით, ბევრად ჩამორჩებიან იმ ქვეყნებს სადაც ნავთობი არ მოიპოვება. აი შეხედეთ არაბულ ქვეყნებს , საერთოდ არაფერი არ შეუქმნიათ მას შემდეგ რაც ნავთობი აღმოაჩინესო. სიტყვაზე, რომ არ ქონდეს რუსეთს ნავთობი, იფიქრებდა სხვა რაიმე დარგის განვითარებაზე და არა ისე , როგორც ეხლაა, რომ სულ, რომ არაფერი არ შექმნას მაინც ბლომად ფული შესდის.
ევროპას არ აქვს ნავთობი, მაგრამ განვითარების დონით ყველას უსწრებს. თუნდაც ავიღოთ გერმანია, ყველაზე მაგარი ფირმის მანქანებს ეგ ქვეყანა უშვებს. რუსეთი ჯერ კიდე ნივას და ჟიგულს ვერ გასცდა.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
|