ტაგენ: ფორტუჩკიდან გამძვრალენ, გამქრალი პისტოლეტენ, გამქრალენ ნარკოწიკენ
უგულავა: ადრე პროკურატურა პოლიტიზირებული იყო, ახლა ფალსიფიკატორიცაა
"ბატონო გამომძიებელო, მოვა დრო და სამართლიან სასამართლოში თქვენ იქნებით მთავარი მოწმე, რის საფუძველზე მოხდა ჩემი დაკავება, ვინ მოიგონა ეს სისულელე. დიახ, აუცილებლად ასე იქნება. ეს, დღეს რაც ხდება, არ არის სამართლიანობის აღდგენა, ეს ფარსია. თქვენ მოგიწევთ საუბარი ამ ტყუილზე, რასაც აქ ლაპარაკობთ. აუცილებლად იქნება ეს გამოძიებული,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო სანდოძემ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას დაცვის მხარის მოთხოვნა, აღკვეთს ღონისძიების ნაცვლად უგულავას 20000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.
წყარო (tabularen)