ჩაჩუას სასამართლო პროცესი დამთავრდა
06 იანვარი 14:35
354
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესის დღევანდელი სხდომა დასრულდა. სხდომაზე დაიკითხა სანიტარი, რომელმაც უშუალოდ მიიღო გაკვეთის პროცედურაში მონაწილეობა. მან დაადასტურა, რომ „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებულ კადრებში, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვზე გვამებზე არსებული ნაჩხვლეტები ბალზამირების შედეგია.
„დღეს, დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი, არჩილ ჩიტაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება, არც შესაბამისი ცოდნა და არც ვალდებულებ არ ჰქონდა, რომ დაეთვალიერებინა გვამები“, - განაცხადა პროკურორმა რევაზ ნადოიმ. მისივე თქმით, „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული ვიდეოებთან დაკავშირებით მათ გაუგზავნეს წერილი შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებს არაფერი არ განუცხადებიათ, რაც დაადასტურებდა ლევან ჩაჩუას ბრალეულობას.
http://news.ge/ge/news/story/119159-chachu...tsesi-damtavrda