#43366089 · 6 Jan 2015, 18:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუდამაყარში ზვავი ჩამოწვა 15:09 06-01-2015 გუდამაყარში ზვავი ჩამოწვა ფშავ-ხევსურეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დუშეთის რაიონის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, ფშავ-ხევსურეთში დიდთოვლობაა, განსაკუთრებით - უკანა ფშავისა და ბარისახოს მიმართულებით. "იწმინდება გზები, ელექტროენერგიის მიწოდებაზე გვაქვს შეფერხება და ამჟამად მიმდინარეობს შეკეთება. ანანურს დენი უკვე მიეწოდება, ცოტა ხანში დენი ჩაირთვება ფასანაურში, ჩარგლის მხარესა და ბარისახოში კი მიმდინარეობს სამუშაოები", -აცხადებს დუშეთის რაიონის გამგებელი. მისივე თქმით, ზვავი ჩამოწვა გუდამაყარში, რომელმაც საქონლის სადგომი მოიყოლა. ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდამაყარში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმიდნარეობს. ზვავი ჩამოწვა დუშეთის რაიონის სოფლებში – მლეთასა და ნაღვარევშიც.
|