თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს - ეს გენიალური სიტყვები გალატელების მიმართ ეპისტოლედანაა 5:1
სწორედ ამ წერილში კიცხავს პავლე გალატელებს სახარების დამახინჯების გამო და ამბობს, რომ შეჩვენებულია ყველა ვინც არასწორად ახარებს, ანგელოზიც რომ იყოს... 1:8
გალატელებმა დაივიწყეს რწმენის სიმართლე და დაუბრუნდნენ რჯულის წყევლას, წყევლას რომლითაც ვერავინ მართლდება ღვთის წინაშე რადგან "რჯულით შეიცნობა ცოდვა". მხოლოდ ეს შეუძლია მას რადგან იგი ხორციელია. და თუ მისით ვინმე გამართლდება ქრისტეს სიკვდილიც ამაო ყოფილა. ქრისტე კი მოკვდა რათა მისით და მასში ყველას ჰქონოდა თავისუფლება და ცოდვების მიტევება, ეს არის რწმენით მიღებული სულის აღთქმა ... წყევლა დაიმსხვრა, გამმართლებელი აღარაა რჯული, არც ის რიტუალები და ტრადიციები რაც ადამიანურია და არა ღვთიური (1:11)
24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.
25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ.
26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.
28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც.
...............
ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. (5:13)
ასე რომ კარგი იქნება თუ თავისუფლებისთვის გათავისუფლებულები აღარ დავუბრუნდებით უსარგებლო ტვირთს და მხოლოდ იმ მცნებას დავიცავთ რაც სხვა ყველას ერთდროულად მოიცავს : "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი"