ძალიან რომანტიული ამინდია, წვიმს... ოდნავ ცივა და ცხელი ჩაიც ხელების ნახევარს მითბობს. უაზროდ ვუყურებ ერთ ადგილს და უცებ მთლიანად შემომაწვება გრძნობების მსგავსი რამ... ან უფრო ახლოს, მონატრების.
ბევრი მომენტი ყოფილა,რომელიც თავს ხშირად მახსენებს.
ასევე იმ დროს შემოწოლილ ემოციებს. სხეულს ედება და.... იმდენად გენატრება და გათბობს,ეს დროის გარკვეული ნაგლეჯი, რომ ფიქრობ რას არ გასცემდი იმ წუთების დასაბრუნებლად,როცა ყველაფერი იყო უმნიშვნელო გარდა იმ წუთების ელვარების......
აუხსნელი... ამოუწურავი..... საოცარი......
გადავწყვიტე კადრები უკან გადამეხვია, და ღიმილთან ერთად,რამდენიმე ცრემლიც ვიგრძენი სახეზე...
ჩვენი პირველი შეხვედრა.
იმ დღეს მივხვდი,რომ ჩახუტებას გარკვეული პერიოდი არ გააჩნია. ანუ ... როცა სუნთქვაც კი გიჭირს ხელს მაშინაც არ უშვებ.....
კოცნაც.
პატარა ბავშვივით გავწითლდი, ტუჩები უცებ მოვაშორე. მას შემდეგ სულ ამას მახსენებს... ,,გული გამიტეხე იმ წამს"-ო და მართალიცაა
ერთი მხიარული ისტორია მახსენდება.
ეს იყო დაახლოებით სამი თვის შემდეგ,რაც შევხვდი. ჩემი პოლაროიდისთვის ფირები ვიყიდეთ, და ერთ ლამაზ პარკში დავჯექით.
მხოლოდ ჩვენ, და რამდენიმე ბიჭი, ისიც საკმაოდ მოშორებით იჯდნენ...
მე ცოტა ნაწყენი ვიყავი,იმიტომ რომ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო ეჭვიანობა, და ახლა ამის გამოსწორებას ცდილობდა.
მკითხა,რა გავაკეთო რომ მაპატიო, და ესეთი დაგრუზული სახით არ იჯდე, თორემ შენი ყურება უკვე აღარ შემიძლია, და ვერც მივდივარო
მინდოდა ყველაზე სასტიკი რამ... მიუხედავად იმისა,რომ მასზე ჩემს თავზე მეტად ვნერვიულობდი, შევთავაზე, ახლა თუ იმათთან მიხვალ, და იმ ბიჭს ტელეფონის ნომერს სთხოვ, ყველაფერს დავივიწყებთქო.
რეაქცია-
ნუ რა უნდა ექნა... იცოდა,მე რომ რამეს ვიტყვი, იმის წინააღმდეგ არასოდეს მივდივარ ხოლმე, ადგა ზლაზვნით და წავიდა.
მე შორიდან ვუყურებდი, მეცინებოდა... რამდენჯერმე კრუგი დაარტყა მათ სკამს, ტიპები დაიბნენ, რა ჯანდაბა უნდაო... ვიცოდი ან სცემდნენ, ან აგინებდნენ.
მივიდა.
აქ უკვე ფეხზე ავდექი.......
არ ვიცოდი გამცინებოდა, თუ მის საშველად გავქცეულიყავი.
დაბნეულად დაუწყო რაღაცის ლაპარაკი... ერთი წამოდგა, და ჩემი ბიჭიც მას გაყვა.
ავნერვიულდი... გამაკანკალა. ვაითუ რამე დაუშავოსთქო, მაგრამ გამახსენდა რა პანიკაც მომიწყო... სკამზე დავჯექი და მოვლენების განვითარებას დაველოდე.
რამდენიმე წუთში ადამიანს აღარ ვგავდი!! ანერვიულებულ ჭარხალს,რომელიც მთლიანად აცახცახებული თვალებით სატრფოს დაეძებდა.... და აი.... გამოჩნდა.... მომღიმარი სახით,სრულიად უვნებელი........
ვიკითხე.
- რაო?
- თავისი მობილურის ნომერი მომცა. მაგარი დაჩა მაქვს და გავერთოთო.......
სანამ თავად არ ვნახე ნომერი, და იმ ბიჭის მზერა, მანამ გაშეშებული ვუყურებდი . შემდეგ კი სიცილი დავიწყე...
<<
ამ თემის გახსნის მიზანი.
დაწერეთ ისტორიები,რომლებიც გახსენდებათ... თქვენზე, თქვენს მეგობრებზე, შეყვარებულზე,ცოლზე... ყველაზე ვინც გიყვარს და უყვარხართ

( ოღონდ რეალური, გამოგონილით მხოლოდ საკუთარ თავებს მოვატყუებთ... )
სასიამოვნო გრძნობაა უბრალოდ.... ზოგჯერ მტკივნეული,მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი...
ყველაფერი ისედაც ისეთი უსიცოცხლოა....
რაღა შეგვრჩა.
წამები,რომლებიც იყო.... ან... წარსულს გამოყოლილი ბედნიერება......
This post has been edited by littlemiss on 2 Nov 2014, 00:39
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"