wilkinsonმაგ ვერსიის გარდა სხვა ბიოსი ვერც მოვნახე, ასე რომ მაგ ვერსიასვე შევცვლი მცირედით და გადაფლეშავ
ფლეშკა მოგეპოვება ხო?

არქივს გიგზავნი რომელშიც 4 ფაილია
http://share.ge/?d=54AEABD12ამოიღებ ოთხივე ფაილს, გახსნი HP USB Disk-ს და შემდეგნაირად

შემდეგ ფლეშკაზე მოათავსებ aiflash-ს და ბიოსს 270.rom
გადატვირთავ და გამოიძახებ ფლეშკას როგორც ვინდოუსის დაყენებისას და გაიხსნება დოს სისტემა
აკრიფავ dir და წესით მონაცემებს ჩამოყრის(მგონი ეგრეა ) ან არც აკრიფავ დაიკიდე

უნდა შეინახო ძველი ბიოსი, ამით რწმუნდები რომ ატიფლაში მუშაობს და იმ შემთხვევაში თუ ახალი ბიოსი არ მოეწონა ძველზე უარს მაინც არ იტყვის
atiflash -s 0 zveli.rom ენთერი და უნდა დაეწეროს რომ ძველი ბიოსი შეინახა რასაც dir ბრძანებით ამოწმებ
თუ ყველაფერი რიგზეა ფლეშავ ახალ ბიოსს ბრძანებით atiflash -p 0 270.rom
თუ უარი განაცხადა შემდეგნაირად atiflash -f -p 0 270.rom
დაწერს რომ დაიფლეშა და მოითხოვს რესტარტს, დაარესტარტებ კლავიატურითვე Ctrl-Alt+Delete და თუ ჩაირთო ხო კაი და თუ არა ცოტა მეტი საჩალიჩო გახდება

იმედია არ გაჯიუტდება, თუ მაინც გაჯიუტრა იცოდე მაინც, დაგჭირდება 2 სლოტიანი დაფა და სხვა კარტა ჩვენების მისაღებად ან თუ ინტეგრირებული იმუშავებს იოლად იქნება მთლად

თუ არ ჩაირთო ესეიგი ბიოსი არ დაიფლეშა და ხელმეორედ ცდა მოუწევს უკვე მეორე სლოტიდან და ბრძანებაშიც 0-ს მაგივრად 1 ჩაიწერება მეორე სლოტს რომ მიაკითხოს
რას იტყვი აბა ?
პ.ს ბრძანების ჩაწერისას არცერთი ასო და გამოტოვება არ უნდა შეგცდეს
This post has been edited by Gogla1990 on 8 Jan 2015, 20:39