ძვირფასო მშობლებო ფეისბუქზე შემომხვა ეს პოსტი და გული დამეწვა. მე არ ვიმყოფები საქართველოში.
იქნებ გქონდეთ ზედმეტი ტანსაცმელი რაც თქვენს შვილებს აღარ ჭირდება ან ნებისმიერი რამ?

თუნდაც ცუდ მდგომარეობაში იყოს ამათზე უარესი თქვენი შვილის ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არ იქნება.
ჩვენც ვიყავით ოდესღაც ბავშვები, არცერთი ბავშვი არ იმსახურებს ასეთ მდგომარეობაში იყოს.
ძალიან გთხოვთ თუ რამე გაქვთ ხვალ პირველ საათზე ვაჟას ძეგლთან მიაწოდეთ ამ ადამიანს
ორიგინალი პოსტი
https://www.facebook.com/Ninikson/posts/10152907862942902მეგობრებო,
გუშინ საღამოს მაღაზიაში შევედი და გავოგნდი როცა ვნახე 3 ბავშვს პირდაპირ მაღაზიის იატაკსა და დახლებზე როგორ ეძინა. მათი გამოფხიზლება ვერაფრით შევძელი და სასწრაფო გამოვიძახე. საბედნიეროდ ბავშვები არ იყვნენ არანაირი თრობის ქვეშ, უბრალოდ რამოდენიმე ღამის უძინარნი მაღაზიის სითბოში გაიტრუნენ და ღრმა ძილს მიეცნენ. ბავშვები საპარტულო პოლიციის დახმარებით სახლებში მშობლებს დავუბრუნეთ, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ყველა ბავშვი ძალიან შემეცოდა, თავისი გაჭირვების, შიშების, გამოუვალი მდგომარეობის, უკვე განწირული მომავლის გამო! ერთ მათგანს წინდის გარეშე ჩაცმული გახეული ფეხსაცმლიდან თითები უჩანდა და გული მიკვდებოდა ყოველ მის ნაბიჯზე, ცივ ასფალტზე პატარა თითები რომ ედებოდა! "სახლში" (მიტოვებულ ნანგრევებში) რომ მივიყვანე, მეგონა დედა ეჩხუბებოდა, ან ნასვამი დამხვდებოდა ან რამე მსგავს სცენას ვნახავდი, მაგრამ ბნელ ოთახში, ძალიან გამხდარი ქალი დამხვდა, რომლიც მთელი თავისი არსით დარდობდა შვილის რამოდენიმე დღიან გაუჩინარებას. სიბნელის გამო სახე ვერ დავინახე მაგრამ ხმაში უზომო მადლიერება ისმოდა. პატიოსანი, კეთილშობილი და უაღრესად გაჭირვებული დედა, რომლის საწოლშიც მეორე თოთო ბავშვს ეძინა. ალექსი 12 წლისაა, ზუსტად ნიცას ხელა! ზუსტად ნიცასავით უყვარს ტელეფონის თამაშები და ზუსტად ნიცასავით ელის ახალ წელს. გუშინვე დავპირდი თბილ ტანსაცმელს ისევ იმ მაღაზიაში დაგიტოვებ თქო, დავუტოვე კიდევაც, მაგრამ მოსვენება მაინც არ მაქვს, თბილი ქორთუკი მის მომავალს ვერ შეცვლის და სავარაუდოდ მისი შვილებიც ასე იხეტიალებენ ფეხსაცმელ გახეულები. იქნებ დავდგეთ ერთად და მისი მომავალი უკეთესობისკენ შეცვლა გამოგვივიდეს. მოგმართავთ მეგობრებო ჯერ თქვენ, მერე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show, დღის შოუ/Dgis Show, Inga grigolia (ინგა გრიგოლია) საქველმოქმედო ფონდი იავნანა ვისაც ლარი გაქვთ, ვისაც 5 ლარი, ვის წინდა და ვის ქურთუკი, პროდუქტი, რჩევა, ფონდი, ლინკი... მომწერეთ, შევაგროვოთ, დავეხმაროთ ალექს, რომელიც დარცხვენილი სულ იმას მიმეორებდა რომ ის არ მათხოვრობს.
შაბათს 13:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გელით ყველა მსურველს პროდუქტით, ცოტაოდენი თანხით, ჰიგიენის ნივთებით ან ნებისმიერი რამით, რითიც ოჯახის დახმარებას შევძლებთ.
უღმესი მადლობა წინასწარ



იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123