#43404760 · 10 Jan 2015, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პარიზის ტერაქტმა გამოაჩინა ის ფილოსოფიური პრობლემა, რომელიც ჯერ ვერ გადაწყვიტა კაცობრიობამ.
ლიბერალიზმი ამბობს-რომ ადამიანი თავისუფალია თვითგამოხატვის ფრომებში, მაგრამ მისი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის ტავისუფლება. ადამიანურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია რამდენიც მინდა ვაქვეყნო მოჰამედის და ქრისტეს კარიკატურები, მაგრამ თუ ღამე ვიხმაურე, შეიძლება მეზობელმა პოლიციაში მიჩივლოს. მოგვწონს თუ არა, ეს არის თანამედროვე საზოგადოების განვიტარების უმაღლესი ეტაპი. ანუ, ლიბერალური სახელმწიფო სჯის იმას, ვინც სხვის ტავისუფლებაზე აწევს ხელს......
მაგრამ აქ არის ერთი წინააღმდეგობა, კერძოდ: არის თუ არა ტავისუფლებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა თავისუფალების გამოვლინება?-ანუ, თუ მე შევზღუდე თავისუფლება იმ მოტივით, რომ ეს ჩემი თავისუფალი არჩევანია, არის თუ არა ეს ქმედება ლეგიტიმური ტანამედროვე ლიბერალიზმის გაგებით? ანუ, მუსულმანი, რომელიც ტავის თავს უარს ეუბნება იმაში, რომ წყნარად უყუროს მოჰამედის კარიკატურას, არის თუ არა თავისუფალი?. ანუ უფრო გასაგებად დავწერ: ჩვენი შინაგანი ტავისუფლება გვეუბნება იმას, რომ შემწყნარებელი ვიყოთ სხვატა თავისუფალი გამოვლინებისადმი, და უფრო მეტიც, არა მარტო შემწყნარებელი, არამედ უნდა მივიღოთ კიდეც. ახლა ვინმემ რომ ასე მოატრიალოს საკითხი: ჩემი შინაგანი თავისუფლება მე მეუბნება იმას, რომ შემწყნარებელი არ ვიყო სხვატა ტავისუფლების მიმართ, და ეს ჩემი უფლებაა.......
ანუ, ეს "პიზდეცინტელექტუალური" ტემა ერთი წინადადებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
არის თუ არა თავისუფლებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა თავისუფლების გამოხატულება?
ან სხვა სიტყვებით: შეიძლება თუ არა რომ მე ტავისუფლებას დავუპირისპირდე ტავისუფლების სახელით?
This post has been edited by armagedonidze on 10 Jan 2015, 13:42
|