კონკრეტულად რაში გამოიხატება ჩვენი არასანდოობა? არჩევნები ჩატარდა ისე რომ აშშ-მ აღიარა! სამშვიდობო მისიებში ვმონაწილეობთ! მასმედია თავისუფალია! გამოხატვის თავისუფლება, არასამთავრობო სექტორი, პროფკავშირები, ბიზნესის თავისუფლება...... და ა.შ. მეტი რა ჩემი ის უნდათ? ახლა ვსვამ კითხვას რაში გამოიხატება აშშ-ს დახმარება ჩვენს მიმართ, ოღონდ თეორიული და ფილოსოფიური აზრები კიარა, პრაქტიკულად რას მიკეთებს ამერიკა მაშინ როდესაც რუსეთი წევს საზღვარს ყოველდღე? დავანებოთ თავი იმას რომ შეიძლება ჯარი არ შემოიყვანოს და რუსეთს არ დასცხოს

მაგის ილუზია არ მაქვს.. ხომ შეუძლია თუნდაც მილიარდიანი ინვესტიცია ჩადოს მოკავშირე სახელმწიფოში და რამე ბიზნესი აწარმოოს თუნდაც სახელმწიფომ და არა კერძო კომპანიებმა? ხომ შეუძლია ვიზის გამარტივება თუ გაუქმება არ უნდა? ხომ შეუძლია ბევრი კარგი რამის გაკეთება საქართველოსთვის? რატომ არ აკეთებს? იმიტომ რომ საქართველო აშშ-თვის არ არის სახელმწიფო, არამედ ტერიტორია სამხრეთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე და იქ ხალხს დედა აქვს ნატირები, ყოველდღიური პრობლემები აქვთ, კონფლიქტები აქვთ, საზღვარს უწევენ ყოველდღიურად და ა.შ აშშ-ს მაგრად კიდია და რაც მალე მივხვდებით რომ გეორგიევსკის ტრაქტატსა და ამ ქარტიას შორის განსხვავება მხოლოდ თარიღშია, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის!!!