ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს გერმანელმა პოლიციელებმა. სპეცოპერაცია ქალაქ კობლენცში ჩატარდა. ქართველები მაშინ აიყვანეს, როდესაც მათ 7 ათასი ევროს ღირებულების თამბაქო მოიპარეს.
გერმანული მედია წერს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გერმანიაში არალეგალურად ჩადიოდნენ და თავშესაფრის მისაღებად განაცხადს აკეთებდნენ. განაცხადის განხილვამდე კი მოცდის პერიოდში დანაშაულს სჩადიოდნენ.
გერმანული გამოცემის www.swr.de ცნობით, პროცესები საქართველოდან იმართება. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ გასულ 2014 წელს ქართველებმა გერმანიაში 1067 დანაშაული ჩაიდინეს. ამ შემთხვევის შემდეგ პოლიცია მუშაობის საგანგაშო რეჟიმშია გადასული.
„საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის კვოტა არის ძალიან მაღალი. როდესაც ვხედავთ ამ ციფრს უნდა მივიდიეთ იმ დასკვნამდე, რომ ამ მოთხოვნას ქართველები იმისთვის იყენებენ, რომ ჩამოვიდნენ გერმანიაში და ჩაიდიონონ დანაშაული. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი იმდენად მაღალია, რომ შეგვიძლია სიტუაციას დრამატული ვუწოდოთ. ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი დღითიდღე იზრდება,“ - განაცხადა Rheinland-Pfalz-ის კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელმა ჰარტმუტ შტაუდტმა.
როგორც ირკვევა ქართველები ძირითადად თამბაქოს, ალკოჰოლს და კოსმეტიკას იპარავენ.
როგორც სამართალდამცველები ამბობენ, წელიწადში, მხოლოდ გერმანიაში 250 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციაა მოპარული.
უკვე გადაწყდა, რომ გერმანიაში სპეციალური ჯგუფები შეიქმნება რომლებიც იმუშავებენ ქართველების გასაკონტროლებლად.
http://rustavi2.com/ka/news/18439ყველაფერში ხომ მაგრები ვართ ქართველები.
This post has been edited by Z A Z A on 12 Jun 2015, 18:18
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo