ცოტა გრძელი პოსტია, მაგრამ მინდა ახალგაზრდა თაობამ ფაქტებით იცოდეს, თუ რამდენად დიადი ფეხბურთელი იყო რონალდო(ფენომენო) და რამდენად არ დააფასა ის მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ.
ფაქტი პირველიფენომენო - ერთადერთი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც სამ სხვადასხვა კლუბში(ბარსა,ინტერი,რეალი) გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
ფაქტი მეორეფენომენო - სანაკრებო დონეზე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი!! არსებობს მითი, რომ თითქოს პელეა ყველაზე ტიტულოვანი ამ მხვრივ, მაგრამ:
ფენომენის სანაკრებო ტიტულები - 2 მსოფლიო, 1 ვიცე მსოფლიო, 2 კოპა ამერიკა; 1 ვიცე კოპა ამერიკა; კონფედერაციის თასი;
- გატანილი გოლები მსოფლიოზე - 15; გატანილი გოლები კოპა ამერიკაზე - 10;
- 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი; 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი. არადა 2002 წლის მსოფლიოზე ფენომენომ გაიანა 8 გოლი, გახდა საუკეთესო ბომბარდირი და სრულიად უსამართლოდ გახდა კანი იმ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
ნაკრების მაისურით მონაწილეობა მიიღო 8 დიდ ტურნირზე და აქედან 7-ჯერ გავიდა ფინალში. ერთადერთი 2006 წელს გავიდა მხოლოდ 1/4 ფინალში.
პელეს სანაკრებო ტიტულები - 3 მსოფლიო, 0 კოპა ამერიკა;
- გატანილი გოლები მსოფლიოზე - 12; გატანილი გოლები კოპა ამერიკაზე - 9;
- 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი; 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
მარტო ფენომენო და პელე არიან ფეხბურთელები, რომლებიც იყვნენ ორ მსოფლიოზე ეთხელ საუკეთესო და ერთხელაც მეორე ადგილზე. მარადონასაც არა აქვს მსგავსი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე.როგორც ხედავთ ფენომენოს უფრო მეტი მიღწევა აქვს სანაკრებო დონეზე, ვიდრე პელეს, როგორც გუნდურად ისე ინდივიდუაურად.ფაქტი მესამე1996 წელს ფენომენო FIFA-ს ვერსიით ხდება საუკეთესო; ასევე საუკეთესო ხდევა world soccer-ის ვერსიით; ოქროს ბურთი კი იმ წელს მისცეს მატიას ზამერს მხოლოდ იმიტომ, რომ გახდა მაშინ ევროპის ჩემპიონი და ერთი ხმით აჯობა მხოლოდ ფენომენს, რაც იყო უდიდესი საცოდაობა.
ამაზე უარესი საცოდაობა მოხდა 1998 წელს. შეგახსენებთ ამ წელს აიღო ზიდანმა ერთადერთი ოქროს ბურთი კარიერაში. არადა იმ წელს:
- ფენომენი გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და არა ზიდანი.
- ფეომენმა მოიგო უეფას თასი(მაშინდელი უეფას თასი დღევანდელი ევროპის ლიგა არ გეგონოთ)
- რაც მთავარია 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფენომენი, ზიდანი კიდევ იმ ჩემპიონატის საუკეთესო სამ ფეხბურთელშიც ვერ მოხვდა.

ერთადერი ფინალში, სადაც ფენომენი იყო მოწამლული და ძლივს დააყენეს ფეხზე, გაიტანა 2 გოლი და ამის გამო მისცეს ზიდანს ოქროს ბურთი და არა ფენომენს.
გესმით ბიჯო ეს რას ნიშნავს?? თქვენს ნაქებ ზიდანს, რომელიც ვითომ ევროპის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია კრუიფთან ერთად, აღებული აქვს მხოლოდ 1 ოქროს ბურთი, რომელიც სინამდვილეში არის ნაჩუქარი და იმ წელსაც ფენომენს უნდა აეღო ის.
ფაქტი მეოთხემთელი მსოფლიო საუბრობს მესი-რონალდოს საკლუბო გოლების საოცარ რაოდენობაზე, რაც მართალია, მაგრამ ვნახოთ კიჭას სტატისტიკაც.
- 1993-1994(კრუზეირო) - 49 თამაში 45 გოლი. ამ დროს ფენომენი არის სულ რაღაც 17 წლის!!!(17 წლის ასაკში კრისტიანომ გაიტანა 31 თამაშიდან 5 გოლი, მესიმ 9 თამაშიდან 1 გოლი).
- 1994-1995(პსვ) - 36 თამაში 35 გოლი. ამ დროს ფენომენი არის სულ რაღაც 18 წლის!!! (18 წლის ასაკში კრისტიანომ გაიტანა 40 თამაშიდან 6 გოლი, მესიმ 25 თამაშიდან 8 გოლი).
- 1995-1996(პსვ) - 21 თამაში 20 გოლი. ამ დროს ფენომენი არის სულ რაღაც 19 წლის!!! (19 წლის ასაკში კრისტიანომ გაიტანა 50 თამაშიდან 9 გოლი, მესიმ 36 თამაშიდან 17 გოლი).
- 1996-1997(ბარსელონა) - 49 თამაში 47 გოლი. ამ დროს ფენომენი არის სულ რაღაც 20 წლის!!! (20 წლის ასაკში კრისტიანომ გაიტანა 47 თამაშიდან 12 გოლი, მესიმ 40 თამაშიდან 16 გოლი).
- 1997-1998(ინტერი) - 47 თამაში 34 გოლი. ამ დროს ფენომენი არის სულ რაღაც 21 წლის!!! შეგახსენებთ, რომ იმ დროინდელი სერია A არის დაახლოებით ისეთივე დონის ჩემპიონატი ფეხბურთში, როგორიცაა NBA კალათბურთში!! დღევანდელი სერია A არ გეგონოთ იმ დროინდელი სერია A. (21 წლის ასაკში კრისტიანომ გაიტანა 53 თამაშიდან 23 გოლი, მესიმ 51 თამაშიდან 38 გოლი).
იმედია გაქვთ შეფასების უნარი და აანალიზებთ, თუ რამდენად მეტი გოლი გააქვს ფენომენს და თან ეს იმ პირობებში, როცა ყოველ წელს იცვლის კლუბებს და ყოველგვარი შეთამაშების გარეშე დებს რაღაც ზეფანტასტიურ შედეგს!!1998-1999 წლიდან კი იწყება კიჭას ტრამვები და ის ტოვებს თითქმის 3 სეზონს. ამის მერე უკვე კიჭა ის ფენომენი არაა, როგორც მანამდე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მან მოიგო 2002 წლის მსოფლიო და 8 გოლით გახდა საუკეთესო ბომბარდირი.
ფაქტი მეხუთეფენომენი რეალში2002 წლის მსოფლიო ჩემპონატის შემდეგ ფენომენი გადადის რეალში. ამ დროს ფენომენს პრაქტიკულად არ უვარგა არცერთი ფეხი + წონის პრობლემა, მიუხედავად ამისა ის ზედიზედ 4-ჯერ ხდება რეალ მადრიდში საუკეთესო ბომბარდირი, მაშინ როდესაც იქ იყო რეალის ლეგენდა რაული, რომელიც მთელი ცხოვრება რეალში თამაშობდა:
“And so, my fellow GEORGIANS: ask not what your country can do for you—ask what you can do for your country.”
Аджария и Самцхе-Джавахети – это путь армянского государства к Черному мору, выход к которому может решить главнейший вопрос блокады государственности и нации в целом.
Эдуард Абрамян