რაგბის კლუბი Warsaw Frogs&Co გიწვევთ რაგბის საერთაშორისო ტურნირზე Warsaw Rugby festival. ტურნირი ტარდება ყოველწლიურად 1996 წლიდან. Warsaw Frogs&Co პოლონეთში მაცხოვრებელ ქართველ,ინგლისელ,ესპანელ, ირლანდიელ, შოტლანდიელ,ფრანგ თუ ახალზელანდიელ რაგბის მოყვარულთაგან შემდგარი გუნდია, რომელიც დრო და დრო ეწვევა სხვა და სხვა ტურნირებს და ასევე თავად უწევს ორგანიზაციას Warsaw Rugby Festival-ს. Warsaw Rugby Festival 2015 დაიწყება 22 მაისს საზეიმო გახსნით ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში. ტურნირზე ვიწვევთ ყველა მსურველს. ჭაბუკთა გუნდები ითამაშებენ ათ კაცას ეგრეთ წოდებულ 10th rugby, გოგონები 7 კაცას. ჩვენს ტურნირზე არ არის სპეციალური მოთხოვნები. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ რაგბი საუკეთესო სპორტია ყველა ასაკის თუ სქესის წარმომადგენელისთვის.
ტურნირის საზეიმო გახსნა დაგეგმილია პარასკევს 22მაისს, ვარშავის კლუბში Rock on, სადაც შეგეძლებათ დააგემოვნოთ უფასოდ ადგილობრივი კერძები და სასმელი უფასოდ. 23 მაისს, შაბათს გაიმართება ჯგუფური ტურნირი, კვირას კი ტურნირის ფინალური ფაზა. შაბათს საღამოს Warsaw Frogs&Co გიმასპინძლებთ ვარშავის ერთ-ერთ კლუბში, კვირა საღამოს კი რესტორან Boathouse-ში გაიმართება საზეიმო დახურვა, სადაც ასევე გიმასპინძლებთ Warsaw Frogs&Co . ტურნირში მონაწილე გუნდები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო სუვენირებით. ტურნირის განმავლობაში ყველა გუნდი იქნება უზრუნველყოფილი უფასო კეტერინგით და ლუდით.
ტურნირში მონაწილეობისთვის აუცილებელია გუნდები გამოცხადნენ მინიმუმ 12 კაციანი შემადგენლობით.
ტურნირის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ფეისბუკის გვერდზე
https://www.facebook.com/2014Warsaw10s, ასევე ჩვენს გვერდზე www.warsawfrogs.com.
Warsaw Rugby festival 2014-ის წლის მონაწილე გუნდები:
Attila Rugby – შვედეთი
Northhampton Casuals RFC – ინგლისი
Jamhour Black Lions RFC – ლიბანი (ტურნირს ესტუმრებიან 2015 წელში )
Haringey Rhinos RFC – ინგლისი
Haifa Wild Boars – ისრაელი
Honeybadgers RFC - პოლონეთი
Old Actonians RFC - ინგლისი
Festival Barbarians - საერთაშორისო
Houston Oilers RFC – აშშ
Kew Occasionals RFC – ინგლისი
Warsaw Frogs and Co. – პოლონეთი
Old Codgers Vets - პოლონეთი
* * *
ესეც ჩვენი პრომო ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=-tEmOTf1stU