#43758057 · 14 Feb 2015, 12:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, არც ერთ სასულიერო და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში თანხას ითხოვდეს. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ეკლესიის სახელით ფულის თხოვნასთან დაკავშირებით აფრთხილებს. "ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების ან სასულიერო პირების მიერ ფულის შეგროვება ქუჩებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც წესი, ძირითადად ამას აკეთებენ ისეთი პირები, რომელთაც ეკლესიისგან ასეთი კურთხევა არა აქვთ ან საერთოდაც, არ არიან სასულიერო პირები და ისინი თანხას სინამდვილეში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ. საქართველოს საპატრიარქომ ადრეც გააფრთხილა საზოგადოება და ახლაც აფრთხილებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ბრძანებით, არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას. რაც შეეხება ყულაბებს, რომელიც ხშირად გვხვდება სხვა და სხვა დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და კოლექტივის გადასაწყვეტია, დაეხმარებიან თუ არა ვინმეს ან თუნდაც ეკლესიას, ოღონდ თუ ეს ეკლესიის მშენებლობის ან მონასტრის შეწევნის მიზნით ხდება, ვურჩევთ მათ, გადაამოწმონ, თანხა მიდის თუ არა დანიშნულების ადგილზე, რადგან ეკლესიის სახელით მოტყუების ფაქტებს ამ შემთხვევებშიც ჰქონდა ადგილი", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. |
მე რაც მახსოვს, ერთი მერიოტის პირდაპირ იჯდა ხოლმე სკამზე და მეორე კარფურში, ესკალატორთან. ყუთები კიდევ ყველგან დგას უკვე, უბნის პატარა მაღაზიებშიც ბევრჯერ შემხვედრია, რამის სახლის კარებთანაც დადგან. ვფიქრობ საპატრიარქოს განცხადება ცოტა დაგვიანებული კია მაგრამ პოზიტიური ფაქტია, ეს ერთი და სხვა მრავალი.
თქვენ რას ფიქრობთ?
--------------------
I dreamt all my future and relived my past
|