#49748293 · 20 Jan 2017, 21:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgi_bego
QUOTE | 500 ლარად რომელი მასწავლებელი ასწავლის შენთან 20 ბავშვს |
ამ თანხას ნორმალური რეპეტიტორი ერთი 4-5 კაციან ჯგუფიდან იშოვის თავისუფლად ერთ თვეში, მითუმეტეს შენ თუ თითო მოსწავლისგან 100$ აიღებ, რეპეტიტორი გოიმია და შენ ჭკვიანი? LuxoNika - ეს კაცი მართალია
QUOTE | რეალურად მაგდენი ხარჯებში ბევრი რამე გატარდება თუნდაც ის არსებული ფართი რომელიც დაიწერება რო ნაქიარავებია და ხარჯებში წავა და მინიმალურის გადახდა მოგვიწევს |
ესე არაა, შენ თუ ქირის თანხას გაატარებ, მაშინ რეალურად შენმა კომპანიამ უნდა გადაურიცხოს თანხა გამქირავებელს, და მერე გამქირავებელი დაიბეგრება 20% ით, ასე, რომ ეს მითუმეტეს არ გაწყობს...
QUOTE | წილს რაც შეეხება 50 / 50 |
ამაზეც არავინ წამოვა, იმიტომ რომ, ძირითადი და უმთავრესი ხარჯი არის საოფისე ფართი, რაც შენ არ გაქვს, უფრო რეალურია ფართის პატრონმა დააფუძნოს თავისი 100% წილით ინგლისურის მოსამზადებელი ცენტრი, ხარჯები გაწიო და ა.შ და შენ მხოლოდ დირექტორად დაგნიშნოს და მოგცეს ხელფასი იმაში, რო
QUOTE | მაქვს დიდი გამოცდილება ინტერნეტ მარკეტინგის სფეროში . |
და ამას პლიუს დაალაგებ თემას...
QUOTE | მარკეტინგზე მე ვიქნები პასუხისმგებელი |
მაინც რით იქნები პასუხისმგებელი, ერთი რომ შეგეშალოს ბუღალტერიის თემაში რამე, ეკონომიის მიზნით რაღაც გადასახადი არ გადაიხადო იმის თვითიმედოვნებით, რომ ესეც კანონიერი იქნება - მასე ჯარიმა-სანქციებს დაარიცხავენ კომპანიას შემოსავლების სამსახური, და კომპანია კიდე პასუხისმგებელი იქნება თავისი ქონებით - ანუ ფართით... მითუმეტეს ვითომ "ქირას ვიხდი"-ს ხარჯს რომ გაატარებ ბუღალტრულ დოკუმენტებში რომ იძახი უკვე უნდობლობას გამოიწვევს ნებისმიერ ფართის მეპატრონისთვის მთლიანობაში იმის თქმა მინდა, რომ კაცმა ფართი გაგირისკოს იმ ბიზნესში, სადაც კლიენტურა(მოსწავლეები) გეყოლება ან არ გეყოლება, არის დიდი სისულელე, რადგან მინიმუმ ნახევარი წლით ფართის გაუქირავებლობით დაუკარგავ 5-10K-ს იმ იმედით რომ იშოვი 20K-ს სადაც მოგებას მაინც 50-50ზე გაიყოფთ
--------------------
All's well, that ends well =)
|