აქოური იყო?
AIX-500 მოი აქ. რამე გეცოდინება :*
http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=32737შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კიბერდანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამხილეს ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული დავით შ.გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით შ-მ სხვადასხვა დროს, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით უკანონოდ შეაღწია და ცრუ ინფორმაცია განათავსა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ასევე საინფორმაციო სააგენტო ,,სამოქალაქო პრესის“ ვებგვერდებზე – ჰტტპ://სზს.გოვ.გე, ჰტტპ://მოა.გოვ.გე,
http://www.cp.ge/გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოდ შეაღწია: დრონი.გე-ს, ნეწს.გე-ს, ნეწპრესს.გე-ს, გურია.გოვ.გე-ს, დეა.გე-ს და იპნ.გე-ს ვებგვერდებზე.
სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დავით შ-ს საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.
ვიდიოცაა