იქნებ და ვინმემ მირჩიოთ რა ვქნა? ესეიგი მე ვაკეთებ უნიკალურ სურათებს მძივებისგან. ასი პროცენტით შემიძლია რომ ვთქვა რომ მსგავსს არავინ არ აკეთებს. მთელი ინტერნეტი მაქ შემოტყავებული და არავის მსგავსი არაფერი არ აქვს გაკეთებული. ჩემი ტექნოლოგიაა. ესეიგი რა მაინტერესებს. ზოგადად ძალიან დიდი დრო ჭირდება ამ საქმეს დაახლოებით 3 კვირა მაინც ჭირდება ერთ სურათს, და 150 ლარის მასალა იხარჯევა ტითოზე. მე მინდა რომ მოვძებნო ვინმე ვინც დამაფინანსებს რომ გავაკეთო გამოფენა გაყიდვა. ერთხელ ერთ მაღაზიაში სპეციალურად მივიტანე მაინტერესებდა თუ დაინტერესდებოდნენ ჩემი ნამუშევრით . და იქ გამიმართლა იყო ერთი უცხოელი, რომელმაც მითხრა რომ 1000$-ს გადაიხდიდა ჩემს ნამუშევარში

)))) მაგრამ მე არ გავყიდე. მაგრად მიყვარს ჩემი ნამუშევრები. ეს საქართველოში მითხრეს ასეთი ფასი, ხოლო უცხოეთში დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით მეტს გადაიხდიან ნამუშევრებში. და სწორედ ამიტომ მაქ სურვილი გავაკეთო გამოფენა გაყიდვა, ოღონდ გამოფენა 100%-ით უცხოეთში უნდა გავაკეთო. იქნებ და მირჩიოთ როგორ და სად მოვძებნო ინვესტორი ასეთი საქმისთვის. საკმაოდ დიდ ფულზეა საუბარი 35 000$ არის საჭირო
ეს არის ღირებულება ფართის, თანამშრომლების, მასალის და ასე შემდეგ. ვინც დაინტერესდებაა მერე დეტალურად ავუხსნი რა რისთვის რამდენი და როგორ?
იქნებ და მირჩიოთ როგორ მოვიქცე? ვის შევთავაზო და როგორ?