...ბევრს კი ამბობენ, წერენ, მაგრამ მ საკითხზე მე არ ვიცნობ ისეთ კანონს(ყოველ შემთხვევაში)ჩვენს სინამდვილეში, რომელიც არეგულირებდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომელიც ხელს შეიძლება უშლიდეს ან შეურაცჰყოფდეს სხვის თავისუფალ რწმენას ან აზრს!
...გასაგებია, რომ ადამიანი თავის ბუნებით სუბიექტურია და ძნელია მკაფიო და ცალსახა კვალიფიკაცია გაუკეთო ვიღაცის აზრს, გამოხატულს სიტყვიერი თუ გრაფიკული სახით, რომ ის მიზანმიმართული პროვოკაციაა ან რწმენის უფლებების შეურაცჰყოფა, თუმცა არც იმას სჭირდება დიდი მტკიცება, რომ ერთის შეხედვით უწყინარ სიტყვებს, ლოგოებს და ლოზუნგებს ადამიანთა ფართო მასებზე საკმაოდ დიდი ზემოქმედების ძალა გააჩნიათ!
...
ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, სიცოცხლის უფლება უპირველესია, ადამიანის სხვა უზენაეს უფლებათა შორის და სიცოცხლის ტერორს, როგორც ასეთს, არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს!თუმცა, სამართლიანობისათვის, აუცილებლად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერორის ნებისმიერი მასობრივი გამოვლინების უკან, როგორც წესი დგანან არანაკლებ "ტერორისტული სულისკვეთების" პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც ახდენენ თავად ტერორიზმის პროვოცირებას, ფანატიკურ მორწმუნეთა ჯგუფებზე ფსიქოლოგიური მანიპულირების საშუალებით. იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ფანატებს ზოგს იჭერენ, ზოგიც მოკლე გზით ალახისკენ მიემგზავრება, მაგრამ თითქმის ყოველი ასეთი ტრაგედიის მერე, ეს ინტერესები და მათი სულისჩამდგმელი ძალები, როგორც წესი, კანონის თვალთახედვის გარეთ რჩებიან და აგრძელებენ თავის საქმიანობას!
...განვიხილოთ ასეთი მარტივი მაგალითი:
"ვიღაცას" ძაან მაგრად აწყობს დიდი პოლიტიკური არეულობა ჩვენს ქვეყანაში. ნუ, ეთნოკონფლიქტები მოძველდა და ყავლი გაუვიდა თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზი და ოსი ხალხების უმრავლესობამ, უკვე საკმაოდ გააცნობიერეს საკუთარი ე.წ. დამოუკიდებლობა რუსულ უკანალში!...ასეთ სიტუაციაში, რა გასაკვირია რომ რელიგიური ფაქტორი დადგეს წინა პლანზე, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, მავანმაც მშვენივრად უწყის, რომ რომ ქართველი მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რწმენა და მართმადიდებლობა, ოჯახის, ცოლ-ქმრობის ქრისტიანული ღირებულებები, ღირსების საკითხია და მისი ნებისმიერი ფორმით შეურაცჰყოფა და შებილწვა, ქართულ ცნობიერებაზე ტერორის ტოლფასია!
...მეორეს მხრივ, ჩვენისთანა ეკონომიკურად გაჭირვებულ და კანონთან მწყრალად მყოფ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა წლების განმავლობაშო შიზოიდური რეჟიმის წნეხს განიცდიდა, ძნელი არაა მოძებნო და დააფინანსო ადამიანა ისეთი ჯგუფები, რომლებიც ფულის გულისთვის ნებისმიერ არაკაცურ პროვოკაციაზე ხელის მომწერები არიან!
მაგ.: იგივე ვაჭარაძე და მისი რაზმი + თავისუფალი ზონა + თავისუფლების ინსტიტუტი ...წარმოიდგინეთ ერთ მშვენიერ დღეს, ყურადღება იმდენად მოდუნდა, რომ ამგვარი ე.წ. საზოგადოებრივი ლექი, მიემარტება სამების ეკლესიის ტაძრისკენ, პატრიარქის ბილწი კარიკატურებით, მართმადიდებლობის ლანძღვა-გინებით და ამ ნაბიჭვართა ხროვას უკან მიჰყვებიან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული და შეიარაღებული ბივში ზონდერები. ისიც ვიცით, რომ ჩვენს პოლიციაში და ჯარშიც ალბათ საკმაოდ მრავლად იქნებიან ისეთი წრეები, რომლებსაც ტანჯავთ წინა რეჟიმის ნოსტალგია და თუ მათი ორგანიზებული მხარდაჭერაც ექნებათ ვაჭრუკაძეების მანიფესტანტებს - გასაგებია ალბათ რაც მოხდება?!
...პ.ს.: ვაჟნი პროდასავლური წრეებიდან გამოვლენ და იტყვიან - ქართული მართმადიდებლური ფანატიზმი თავისუფალი აზრის მასობრივ სისხლიან ტერორში გადაიზარდაო...და ერორის სამართლიანი ეთერიდან, კვლაგ გაისმება მიშიკოს მხიარული ჭყლოპინი, დოლარის კურსი კი ალბათ 2,50 - ს მიუკაკუნებს !!!
...მთავრობა კიდე, ისევ იტყვის - ჩვენ გვეგონაო!