აფრასიძეების საქმეზე გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია და ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერების დადგენის მიზნით მიმდინარეობს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში არაერთი მოწმეა დაკითხული, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი. შესაბამისად, ირმა ჭკადუამ ჯერჯერობით არ იცის, როდის დასრულდება გამოძიება და საქმე გადავა სასამართლოში.
"გამოძიება მიმდინარეობს იმ კუთხით, რომ დაადგინოს, რამდენად კანონიერი იყო სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა. გამოძიების ფარგლებში დაკითხულები არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს, დახვრიტეს ერთ-ერთი აფრასიძე, რომელსაც ხელბორკილები ედო, ასევე ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით გოჩა აფრასიძეს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული იმ პირობებში, როდესაც მასაც ხელბორკილი ედო. გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია, თუმცა ჩასატარებელია სპეციფიური საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მისი თქმით, სპეცოპერაციის კანონიერების კუთხით, გამოძიება აფრასიძეების საქმეზე ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაიწყო, თუმცა არ ხდებოდა საქმის გააქტიურება.
ადვოკატის ინფორმაციით, ამ პერიოდშიც არაერთი მოწმეა დაკითხული, თუმცა ინტენსიურ ფაზაში საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ გადავიდა, რაც ხელისუფლება შეიცვალა.
მესტიაში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეების ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ ძმებ გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
ალბათ ახალ ძეგლს დადგავენ ისუტიციის სახლთან,,, ბარამიძე კი მიუჯდება ვანოს და ბაჩოს
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.