დღეს ,18 იანვარს „თავისუფალმა თაობამ “ გამართა რიგით მე-2 აქცია სახელწოდებით „მხილება“, დემოკრატიული ტირანიის 9 წელი . აქციის ფარგლებში თავისუფალმა თაობამ დაარიგა გაზეთი „მხილება “ , რომელიც უკვე მეორე გამოცემაა.
გაზეთში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე , აქ წაიკითხავთ იმ დანაშაულებზე ,რომლებიც თავიანთი სისატკითა და დაუნდობლობითაა გამორჩეული.აღსანიშნავია ისიც ,რომ ხელისუფლების ცვლილების პირველივე თვეებში პროკურატურამ დაახლოებით 20 ათასი მოქალაქის საჩივარი მიიღო , რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხებოდა.
როგორც „თავისუფალი თაობის“ ლიდერები აცხადებენ , რამდენიმე გაზეთი ნადვილად არ ეყოფა“ნაციონალური მოძრაობის “ მიერ ჩადენილი დანაშაულების აღწერას, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და დრო თავად გამოიტანს სამსჯავროზე მათ ყველა ამორალურ ქმედებას, რომელიც ხელისუფალს არ შეეფერება , ისტორია თავად დაარქმევს სახელს იმ ცხრა წელს ,რომელიც საზოგადოება უსამართლობასა და შიშში გაატარა.
ვიდეო
http://rustavi2.com/ka/news/7698