მეზობელ ფორუმში გვცეს ლიტერატურას პატივი და არსებობს ეს თემა:
ცნობილი ნაწარმოებების ეკრანიზაცია ჩვენ არ დავაფასოთ კინო და თეატრალური ხელოვნება, არ ვიმსჯელოთ მათზე ჩვენი გადმოსახედიდან?
რა თქმა უნდა, ჯერ უნდა წაიკითხო წიგნი, სცენარი, ანოტაცია მაინც. მერე უნდა ნახო კინო, თეატრალური დადგმა თუ ანიმაცია ან კომიქსები. პირველად მოდის სიტყვა. მაგრამ ვიზუალიზაცია სულ მთლად გადასაგდები მაინც არაა. მერე, როცა ეკრანიზაციის ვარიანტებზეა უკვე საუბარი, შეიძლება იქ მსჯელობა, რომელი უფრო მეტად ჯდება ჩვენს გემოვნებაში, რომელი უფრო რეალისტურია და ა. შ.
აგერ, ანბანით დალაგებულ რამდენიმე ნაწარმოებს მივყევი და ყველას ეკრანიზაცია გამახსენდა:
აზიმოვი, აიზეკ _ „მე, რობოტი“
აკუტაგავა, რიუნოსკე _ „ნოველები“ („უსიერ ტყეში“ და სხვ.)
ამირეჯიბი, ჭაბუა _ „დათა თუთაშხია“
ანდერსენი, ჰანს კრისტიან _ ზღაპრები
არაბული ზღაპრები _ „1001 ღამე“...
ანდერსენის ზღაპრების მიხედვით ანიმაციები მინახავს გადაღებული, მაგრამ ძალიან ლამაზი...
სცენარებიც მივამატოთ მსჯელობას. რა უნდა დაწერილიყო, როგორც რომანი, ნაცვლად სცენარისა...
* * *
პატივცემულო კოლეგებო, მოდერაციავ, თუ არსებობს უკვე მსგავსი თემა და საძიებელი სიტყვა (ეკრანიზაცია) არასწორად გამოვიყენე უბრალოდ, გთხოვთ შეუერთოთ უკვე არსებულს და ეგ იქნება...
This post has been edited by ლაბარნა on 10 Feb 2015, 23:23
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)