#49939340 · 15 Feb 2017, 19:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხოვრება არა, - არსებობა დამალობანას თამაშია. ამქვეყნიდან წასულები იქ დაგვემალნენ, სადაც ჩვენი ხედვა ვერ აღწევს და სადაც ვერ მივაგნებთ. შემდეგ კი მოვა ჩვენი დამალვის ჟამი და ჩვენ დავემალებით ჩვენებს. (ჩვენ გვგონია, რომ ვქრებით. ჩვენ კი დამალობანას თამაშის წესების მიხედვით დამალულებთან მივდივართ მათი "გამოჭერის" გამო).
დაგვიტირებენ, რადგან თამაშს სერიოზულად აღიქვამენ (ადამიანები) ... ჩვენ წავალთ და დამალულებს რომ "დავიჭერთ," ერთად ვიხარხარებთ... არ წამოსულების ტირილი მოაღწევს ჩვენამდე... მერე, ჩვენზე მომტირალთა სიბრალულის გამო დამალულთა სამალავების საუფლოში კვლავ დაიწყება დამალობანას თამაში... იქ დამალულები კვლავ ეცდებიან დამალვას და საიდანაც ჩვენ მივაგენით, კვლავ იქ დაბრუნდებიან, რათა თამაში კვლავ გაგრძელდეს... პრობლემა კი ის არის რომ, ყველას განსაზღვრული დრო გვაქვს დასამალად და საძებნელად. ამიტომ მყისიერად ვერც იმ მხარეს გაედევნები და ვერც ამ მხარეს. ასე რომ, დამალობანას ვთამაშობთ და გვგონია, რომ ვკვდებით ან ვქრებით. თამაშია ეს ყოველივე...
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|