ჩემი აზრით საინტერესო იქნება მსგავის თემა ამ განყოფილებაში სადაც განიხილება მსოფლიოს უდიდესი რელიგიის, ქრისტიანობის ისტორიული თანამედროვე პოზიციები და მისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში, მისი წარმოშობის რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ ომაიანებს დინასტიამ VII საუკუნეში (იარმუკის ბრძოლის შემდგომ) ბიზანტიას წაართვა ლევანტის რეგიონის, ანუ მთელი დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი (რაც, სხვათაშორის ბიზანტიელების უგუნური პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი შედეგი იყო), რასაც მოჰყვა რეგიონის სწრაფი გამუსლიმება, ქრისტიანობა მუდამ ინარჩუნებდა თავის გავლენას რეგიონში. აბასიდების დინასტიის დროს, რომელსაც უწევდა მრავალკულტურული და რელიგიურად დანაწევრებული ქვეყნის მართვა, ატარებდა ტოლერანტულ პოლიტიკას, კერძოდ ქრისტიანებს და იუდეველებს აძლევდა აღმსარებლობის თავისუფლებას ჯიზიას ("წიგნის ხალხის", ანუ ქრისტიანებისა და იუდეველებისთვის მუსლიმების მიერ დაწესებული სულადობრივი გადასახადი, რომელიც ყურაშივე არის აღნიშნული) გადახდის სანაცვლოდ და აბასიდების სახალიფოს მაღალ თანამდებობებზე შეგეძლოთ გეხილათ ქრისტიანები ან ებრაელები (მაგალითად წმ. იოანე დამასკელს (არაბულად იუჰანა ად-დიმასქი) მაღალი თანამდებობა ეკავა სახალიფოში, მაგრამ ხალიფა ალ-ვალიდ I-ის ისლამიზაციის პოლიტიკის პროტესტის ნიშნად დატოვა ბაღდადი და ბერად აღიკვეცა, საიდანაც იწყება მისი საეკლესიო მოღვაწეობა). არაბმა ქრისტიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს არაბული მეცნიერების განვითარებაში (განსაკუთრებით მედიცინაში, სადაც ძირითადად ნესტორიანები გამოირჩეოდნენ დიდი აქტივობით). სელჩუკების შემოსევას და მაღალკულტურული არაბბების და სპარსელების ველური, მომთაბარე თურქებით ჩანაცვლებას მოჰყვა ქრისტიანების მდგომარეობის გაუარესება რეგიონში (ჩვენ კარგად ვიცით ეს

). ეს გახდა ერთგვარი casus belli ანუ ომის საბაბი ევროპული ქვეყნებისთვის და ჯვაროსნული ომების დაწყება. თავიდან იგი წარმატებით დაგვირგვინდა და რამოდენიმე ქრისტიანული სამეფო ჩამოყალიბდა რეგიონში, მაგრამ არ მოხდა ქრისტიანული ქვეყნების მიერ აქ სამხედრო ახალშენების დაარსება და აქტიური სამისიონერო პოლიტიკის განხორციელება, რაც იქნებოდა ამ სახელმწიფოების არსებობის მყარი საფუძველი. ამ ლაშქრობემა გააღრმავა უნდობლობა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რეგიონში. მუსლიმანების მიერ ჯვაროსნების დამარცხების შემდგომ, მხოლოდ რამოდენიმე ქრისტიანულმა ქვეყანამ შეინარჩუნა ოდინდელი პრივილეგიები (მაგალითად ჩვენ გიორგი V-ის მეფობის პერიოდში). სიტუაცია ერთგვარად სტაბილური გახდა ოსმალების მოსვლის დროს, რომლებიც ასევე მულტიეთნიკური და რელიგიურად მკვეთრად დივერსიფიცირებული სახელმწიფო იყო და იძულებული იყო ქვეყანა ემართა მილეტების სისტემით (სადაც მუსლიმებს, მართლმადიდებლებს, სომხებს და ებრაელებს ჰქონდათ საკუთარი რელიგიური-სამართლებრივი ავტონომია). მიუხედავად იმისა რომ მუსლიმები შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას I მსოფლიო ომის დაწყების და ოსმალეთის კოლაფსის დროს, არაბულ განმანთავისუფლებელი მოძრაობების ძირითადი ინიციატორები და მეთაურები ქრისტიანი არაბები იყვნენ (მაგ. კონსტანტინე ზურეიქი, იბრაჰიმ ალ-იაზიჯი, ფარეს ალ-ხური და ა.შ.). ბრიტანელების და ფრანგების მოსვლამ რეგიონში ქრისტიანების სასიკეთოდ შეჩვალა მდგომარეობა ამ ორი ქვეყნის მანდატების მოკლე პერიოდში. ფრანგული ადმინისტრაცია სირიის და ლიბანის მანდატის მართვაში პრივილეგიებს ანიჭებდა ქრისტიან არაბებს და ალავიტებს. ბრიტანელების და ფრანგების გასვლის შემდგომ ქრისტიანების მდგომარეობა მოკლე პერიოდში სტაბილური იყო მაგრამ მდგომარეობამ მალე დაიწყო გაუარესება. მიუხედავად ამისა ქრისტიანები უდიდესი გავლენით სარგებებლობენ ზოგიერთ ქვეყანაში. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა არის ლიბანი, რომლის უახლესი ისტორია შესაძლოა ითქვას საკმაოდ ტრაგიკულია. საქმე ისაა, რომ ლიბანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს დამოუკდიებლობის გამოცხადებამდე ცოტახნით ადრე რეგიონში მცხოვრებთა 86 % იყო ქრისტიანი, თუმცა ამ ტერიტორიებზე მუსლიმების იმიგრაციამ ეს ნიშნული 51%-მდე დააგდო დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისთვის. ლიბანის ეროვნული პაქტით, პოლიტიკური თანამდებობები ამ სახელმწიფოში დანაწევრდა ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის კერძოდ ქრისტიანი უნდა იყოს პრეზიდენტი, ვიცე პრემიერი და ვიცე თავჯმდომარე (პარლამენტის), არმიის მეთაური, ხოლო პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმანი. ასევე, თუმცა პაქტით ეს არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ლიბანის ეროვნული ბანკის მეთაურები ყოველთვის ქრისტიანები იყვნენ. მაგრამ ლიბანში კონფესიური მდგომარეობა გაუარესდა არაბულ-ებრაული ომებისს შემდგომ, კერძოდ ნახევარმილიონამდე პალესტინელი ლტოლვილი დასახლდა ლიბანში (80 % ამ ლტოლვილების მუსლიმანია). ამ მოვლენის პოლიტიკურმა შედეგებმა არ დააყოვნა და მალევე მუსლიმებმა მოითხოვეს პოლიტიკური უფლებების გაზრდა და ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინანტი პოზიციების დაკავება. ამას მოჰყვა 1975 წლის სამოქალაქო ომი. ლიბანელმა და პალესტინელმა მუსლიმებმა დაიწყეს ქრისტიანების დარბევა და მათი მასობრივი შევიწროვება. ქრისტიანების პასუხმა არ დააყოვნა. მაგალითად მისლიმებს მიერ დარბევებს შეეწირა ელიე ჰობეიკას მეუღლე. ამან მძიმე კვალი დაამჩნია მის ცხოვრებას და მალევე გახდა ქრისტიანულ-მემარჯვენე პარტია "ალ-კატაიბ"-ის (არაბ. ფალანგა) ერთ-ერთი და ჩაერთო აქტიურ საომარ მოქმედებებში. პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში ასევე ძლიერი იყო პალესტინის განმანთავისუფლებელი მოძრაობის (პგო-ს) პოზიციები და ლიბანის ბანაკებს იყენებდა როგორც ისრაელის საწინააღმდეგო ბრძოლების ფორტპოსტად. გარდა ამისა ლიბანში მუსლიმანების გაძლიერების შედეგად გაძლიერდა ისრაელის მოწინააღმდეგე სირიის პოზიციები რეგიონში. ამის საპასუხოდ 1982 წელს ისრაელმა, თავდაცვის მინისტრ არიელ შარონის ბრძანებით დაიწყო ოპერაცია "მშვიდობა გალილეაში". ამ ოპერაციის მთავარი მიზნები იყო პგო-ს განდევნა რეგიონიდან, ლიბანში ქრისტიანების პოზიციების გაძლიერება, სირიელების განდევნა და ლიბანის მთლიანად ქრისტიანული მთავრობის ფორმირება ბახირ გემაიელის მეთაურობით დედაქალაქ ბეირუთში, რომელიც შარონის აზრით, ისრაელისთვის გაცილებით საიმედო და მეგობრულად განწყობილი იქნებოდა, ვიდე მუსლიმების მიერ დაკომპლექტებული ხელისუფლება. ოპერაციის მიმდინარეობის პროცესში ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს მუსლიმური გასამხედროებული ორგანიზაციების მიერ დაკავებული პოზიციები. ისრაელის არმიას სახმელეთო ბრძოლებში მხარს უჭერდნენ ლიბანელი ქრისტიანებისგან დაკომპლექტებული გასამხედრეოებული ორგანიზაციები. წინა წლებში მუსლიმების მიერ ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტვის საპასუხოდ, ქრისტიანებისგან დაკომპლექტებულმა ორგანიზაციებმა დაიწყეს მუსლიმების მასობრივი დარბევები. აქედან გამოირჩევა საბრას და შატილას ბანაკების დარბევა. ებრაული ავიაციის მიერ ბომბარდირების შემდგომ ამ პალესტინურ ბანაკებში შეიჭრნენ.ამ ინციდენტმა 2600 ადამიანი შეიწირა. ოპერაცია დაახლოებით 3 წელი გაგრძელდა. შედეგად პგო განიდევნა ლიბანიდან, მაგრამ ეს ომი ისრაელისთვის წარუმატებელი გამოდგა: ვერ ჩამოყალიბდა ლიბანის პროისრაელური ქრისტიანული მთავრობა და ვერ მოხერხდა სირიელების საბოლოო განდევნა ლიბანიდან (საბოლოოდ სირიელებმა ლიბანი დატოვეს 2005 წელს). ამ ომის შედეგად 850000-მდე ლიბანელმა ქრისტიანმა დატოვა ქვეყანა. ტაიფას ზავით, მუსლიმებს გაეზარდათ პრივილეგიები ლიბანის მთავრობაში. 1985 წლისთვის მუსლიმები შეადგენდნენ ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს. მიუხედავად ამისა ლიბანში დომინანტი პოზიციები კვლავ ქრისტიანებს (ძირითადად კათოლიკურ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირში მყოფ მელქიტებს და მართლმადიდებლებს) უკავიათ. ქრისტიანული მოსახლეობა სტაბილურად იზრდება და 2014 წელს 40.5% შეადგინა. მიუხედავად მდგომარეობის სტაბილიზაციისა დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კვლავ სერიოზულია და ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ახალი ომის მიზეზი.
ქრისტიანების პოზიცია იყო ძლიერი სირიაში, სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში ძირითადად პოლიტიკური მეთაურები ქრისტიანები იყვნენ. ალავიტი ასადების მთავრობის დროს, ისინი მეტ-ნაკლებად თავისუფლები იყვნენ მაგრამ არაბული გაზაფხულის შემდგომ, რასაც სირიის სამოქალაქო ომი მოჰყვა, სხვადასხვა ისლამისტურმა ჯგუფებმა (ძირითადად "ისლამურმა სახელმწიფომ" ) დაიწყეს მათი შევიწროვება.
ასევე შედარებით ძლიერია ქრისტიანების პოზიცია ეგვიპტეში, სადაც ისინი დაახლოებით მოსახლეობის მეათედს შეადგენენ. თუმცა არაბულმა გაზაფხულმა და მუჰამედ მურსის ხელისუფლებაში მოსვლამ მძიმე დაღი დაასვა აქაურ ქრისტიანებსაც. ვითარება გაუმჯობესდა სამხედრო გადატრიალების შემდგომ.
რაც შეეხება ისრაელს, ამ ქვეყანაში ქრისტიანები აღმსარებლობის სრული თავისუფლებით სარგებლობენ. მიუხედავად რამოდენიმე გამოხდომისა რადიკალი იუდეველების მხრიდან, ქრისტიანები კომფორტულად გრძნობენ თავს ისრაელში და და არიან საზოგადოების აქტიური წევრები. თუმცა პანარაბიზმი, პალესტინის და არაბულ-ებრაული ომები არაბ ქრისტიანებზე მაინც ახდენს გავლენას.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს, იქ ქრისტიანები არ წარმოადგენენ შესამჩნევ უმცირესობებს და არ ჩანან პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ მეცნიერულ სარბიელზე.
ეს იყო ერთგვარი ზოგადი მიმოხილვა (ნუ, ყოველი შემთხვევისთვის ვცადე მაინც

) ჩემი აზრით საინტერესო იქნება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ამ მხრივ განხილვაც
"I couldn't imagine somebody like Osama bin Laden understanding the joy of Hanukkah."© George Bush
"You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush
"გონებრივი განვითარებით ზანგები ადამიანებს ბევრად ჩამორჩებიან"© giorgi1104
"...ღვაწლი!..."© დაისი