პატრულის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ავტომანქანის მძღოლს სისტემატიურად ამოწმებენ, ამას ხშირ შემთხვევაში რეიდებს უკავშირებენ. ეს ტენდენცია მას შემდეგ გახშირდა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა თვით პატრულის მთვრალი უფროსის და მოქალაქე ქალბატონის შეხლა-შემოხლის კადრები გადაიღო. ვიდეოობიექტივში ძირითადად პატრულის და კრიმპოლის ის თანამშრომლები ხვდებიან, რომლებიც შემდეგ სამაგიეროს მიზნით საინფორმაციო ცენტრის მანქანის გაჩერება-შემოწმებას იწყებენ, თუმცა ამ დრომდე საეჭვო არაფერი დაუდგენიათ.
14 იანვარს მორიგი შემოწმების დროს პატრულის თანამშრომელი ჯაბა ხუციშვილი ამტკიცებდა, რომ საინფორმაციო ცენტრის მანქანა ქალაქის ცენტრში, (სადაც გადატვირთული და მუდმივი მოძრაობაა), არ დაემორჩილა შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანს, წითელს. ასეთ შემთხვევაში საავარიო სიტუაცია უნდა შექმნილიყო, რაც არ მომხდარა. პატრულის თანამშრომელი ხუციშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და განემარტა, რომ მხედველობის არეალს ვერ აკონტროლებდა.
საინტერესო ის ფაქტია, რომ გენინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ ადგილზე გორის შს სამმართველოს უფროსი მოვიდა.
გენინსპექციის შემოწმებით, პატრულის თანამშრომელი ჯაბა ხუციშვილი, რომელიც ვიდეოკამერის ობიექტივში არაფხიზელ მდგომარეობაშია და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, ჩვეულ ,,ფორმაშია". ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გენინსპექციის წარმომადგენლებმა განუცხადეს. ,,თქვენი შეტყობინებისთანავე პიროვნება შევამოწმეთ, მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მას საეჭვო არაფერი აღმოაჩნდა" - გვითხრეს გენინსპექციიდან.
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"