...არა და, შეხედავ და...მართლა ყველა სამკურნალოა!
ყველაფერი რომ მართლაც
ს ა უ ც ხ ო ო გვჭირს ქართველებს!
1. ენაც
ს ა უ ც ხ ო ო დგვაქვს მოჩლექილი!
2. უნარ-ჩვევები და ჩაბუქვნებიც
ს ა უ ც ხ ო ო დ გვაქვს დამხეცებული!
3. მორალს და ფასეულობს ხომ ნუ იკითხავთ, კოჰაბიტაციის პროცესს ნამეტანი უსწრაფესად და
ს ა უ ც ხ ო ო დ გავართვით თავი!
...აემის მერე უკვირთ - საწყალი კაცითვინა მაღალ ღმერთსაც რომ არაფერი არ უქნია!
არა და, რო დავფიქრდეთ რა უნდა ექნა თუნდაც იგივე ღმერთს?!...ხედავს, რასაც აძლევს ამ საწყალ კაცს, მას თავისთვის არაფერი ემეტება, სულ
ს ა უ ც ხ ო ო დ ამზადებს, უ ც ხ ო ს შესციცინებს და ემსახურება!...ერთ მშვენიერ დღესაც მოიხედავს და საკუთარი თავისთვის - მხოლოდ ვირის თავ-ფეხი და
უ ც ხ ო უ რ ი [B] დემოკრატიული ფასეულობები!
...სამაგიეროდ, როგორც წესი [B]ს ა უ ც ხ ო ო პრემიებს და ხელფასებს ირიგებენ ამ საწყალი კაცის ტვინისმდღვნელი პოლიტიკოსები! თფუი ეშმაკს, არ გაბედოთ და ცუდი არაფერი წამოგცდეთ მათზე, რადგან ისინ ხომ ჩვენ, საწყალმა ხალხმა მოვიყვანეთ ამ ქვეყნის სათავეში
ს ა უ ც ხ ო ო დემოკრატიული არჩევნებით და ახლა რაღას ვემართლებით?! ყველაფერი მოვიკელით, გევიჭირვეთ, ვაჭამეთ, გავზარდეთ და უცხოეთში ვასწავლეთ ჩვენ ბაღნებს, რათა მომავალში მართლა
ს ა უ ც ხ ო ო ადამიანები გამხდარიყვნენ და რაღა გვიკვირს, გახდნენ კიდეც
ს ა უ ც ხ ო ო ე ბ ი და არა საჩვენოები?!
....ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩვენი ერის სულიერი მკურნალი-ილია, თავის დროზე მკაფიოდ მიუთითებდა ჩვენში გაბატონებულ "უ ც ხ ო თ მ ს ა ხ უ რ ე ბ ი ს" სენზე, რომელმაც ენაშიც მოიკიდა ფეხი და ტერმინ -"
ს ა უ ც ხ ო ო"-დ გამოკრისტალდა! და მაინც რატომ ეს
ს ა უ ც ხ ო ო და არა ჩვენი -
ს ა შ ი ნ ა ო, განა რას მეუბნება ისეთს მე ეს "საუცხოო" რასაც არ მეუბნება მე ჩემი "საშინაო"?!
...მარტივი კონკრეტული ფორმულირება:
ს ა უ ც ხ ო ო ფასეულობების თანახმად, თუ ელგებეტისტურ თუ ერთსქესიან ოჯახურ თემაზე კარიკატურას დავხატავ და გავავრცელებ, ეს იქნება მიუტევებელი ქსენოფობიური ცოდვა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე,... ხოლო თუ მაგ.: ღმერთს ან მუჰამედს დავხატავ ურთიერთ წაკუზულ ეროტიულ პოზებში, ეს იქნება თავისუფალი აზრის ზენიტი და თანამედროვე აზრისა და სიტყვის თავისუფალი გამოძახილი!
...აქედან გამომდინარე, ჩვენი ე.წ. პრადვინუტი ისთებლიშმენტი, უკვე კაი ხანია ტოლს არ უდებს უ ც ხ ო ე თ ს და შეიძლება ითქვას უსწრებს კიდეც
ს ა უ ც ხ ო ო ღირებულებებით მანიპულირებაში!
...უფრო გასაგები რომ იყოს ზემოთთქმული, დავსვამ მარტივ კითხვას:
ერთ შემთხვევას მაინც თუ დაასახელებთ ისეთს, რომ ე.წ. ჩვენი თავისუფალი აზრის სადარაჯოზე მდგომ, რომელიმე ენჯეოს, ან იგივე თავისუფლების ინსტიტუტს, ხმა ამოეღოს მართმადიდებლური ეკლესიის, საეკლესიო პირების, მორწმუნეთა უფლებების და მათი რელიგიური ფასეულობების შებღალვაზე, რომელსაც ხშირად მიმართავენ თავისუფლების სახელით მოთარეშე პირები თუ უცხოურ სექტათა აქაური ნასედკა-ორგანიზაციები?!
...პირიქით, ამაზე თუ ვინმე ხმას ამოიღებს, ის მყისიერად ინათლება "ღრუსეთის მონად და აგენტად"!...რატოომ და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასე ჯადოსნურად ვართ მონუსხულები ამ
ს ა უ ც ხ ო ო-ს ფანტომით, რომლის იქით ჩვენი საშინაო ისე გვკიდია, რომ ჭირსაც ჩაურეცხია!
...არა და ამიხსენით ადამიანებო, სად წაგიკითხავთ, სად გინახავთ და როდის აქეთ ითვლება ნორმად
საშინაო ღირებულებების გაბანძება, საუცხოო ღირებულებათა განდიდების სახელით?!
პ.ს.: ...იმედს ვიტოვებ რომ არ გამოუვათ და საგიჟეთის პაციენტები დიდხანს ვერ ითამაშებენ ექიმების როლს...ყველა ფანტომი, ადრე თუ გვიან საპნის ბუშტივით სკდება, იაცენიუკის მადლი ნუ მოჰკლებოდეთ!

...უი, ახლა აღმოვაჩინე რომ ფსიქოში დამიპოსტავს...დოქტორ ჯონს და ჰიპერზეტ, თუ აქ უხერხულობა ქმნის ეს თემა, იქნებ პატივი დამდოთ და ის პოლიტიკაში გადაუძახოთ, რადგან ჩვენი პოლიტიკოსები იშვიათად იწუხებენ თავს ფსიქოლოგიით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ის სასიცოცხლო წყალივით სჭირდებათ...
This post has been edited by Stalker2005 on 19 Jan 2015, 12:33