2014 წლის 2-8 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრის“ წევრები საქმიანი ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციასა და ჰანოვერის ქართულ სათვისტომოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად საზოგადოებრივ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ისახავს.
ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრები სათვისტომოს მიერ დაარსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრნენ, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და სათვისტომოს პრობლემები უშუალოდ სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გააცნეს.
მემორანდუმის გაფორმებიდან უახლოესი პირველი ნაბიჯები დაისახა, რაც სათვისტომოს მხრიდან საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ათობით მექანიკური ეტლის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ხოლო ,,საზოგადოებრივი აზრი“, თავის მხრივ, ჰანოვერის ქართულ საკვირაო სკოლას დახმარებას ქართული სახელმძღვანელოებითა და სხვა ატრიბუტიკით გაუწევს.
ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრები ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საციალ- დემოკრატიული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციასაც დაესწრნენ თემაზე ,, უსაფრთხოების პოლიტიკის ფორუმი, კრიზისი უკრაინაში”.
http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=22818აღნიშნულ სათვისტომოს ესაჭიროება დახმარება სასკოლო წიგნებით, ასევე დახმარება ქირის დასაფარად. (ამ ეტაპზე სათვისტომოსა და ქართულ საკვირაო სკოლას ოთახი უსასყიდლოდ თუქრულმა სათვისტომომ გადასცა , თუმცა უკვე პრობლემებია რადგან თავად თურქებს სჭირდებათ ოთახები) . ამ პრობლემებზე ორგანიზაციამ მიმართა რამოდენიმე სამინისტროს, საკრებულოს და კონკრეტულ პირებს თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით არავის გაუწევია დახმარება. თუ ვინმეს რაიმე სახის დახმარება ან რეკომნედაციის გაწევა შეგიძლიათ კონკრეტულ პირებთან მომწერეთ. ასევე მივიღებთ იდეებსაც
https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1...00066569?ref=hl This post has been edited by GIJPOETA on 16 Jan 2015, 16:21
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)