იმ ქართველ გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის თავისუფლებისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, კიდევ ერთი გმირი შეემატა.
დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა ქართველი მებრძოლი, უკრაინული არმიის 93-ე ბრიგადის მოხალისე თამაზ სუხიაშვილი, სუხიაშვილთან ერთად 3 ქართველი თანამებრძოლი იმყოფებოდა, 2 დაიჭრა, ერთს კი კონტუზია აქვს მიღებული.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის გადასვენება უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, დნეპროპეტროვსკიდან ცხედარს კიევში გადაასვენებენ, კიევიდან თბილისში. დაჭრილები უკვე გადაიყვანეს ჰოსპიტალში.
თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
“თავისუფალი ზონა” უსამძიმრებს ოჯახს და სრულიად საქართველოს!
http://www.tzona.org/saswrafod-ukrainashi-...rtveli-daigupa/

მთავრობა რას აკეთებს, როფრმდე უნდა იღუპებოდნენ ჩვენი მეომრები?
თუ დახმარებაა საჭირო, მაშინ გამოყონ ფული, დავიქირავოთ უცხოელები და ვაომოთ უკრაინის მხარეს.
This post has been edited by 7171 on 18 Jan 2015, 20:54